ქუთაისში ბაღების დაფინანსება მილიონ 300 000 ლარით გაიზარდა
თარიღი : 22-01-2016, 18:59 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ბაგა-ბაღების გაერთიანების დაფინანსება 1 მილიონ 300 000 ლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ მერმა განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
"ნახევარი მილიონია გამოყოფილი ქალაქის ყველა ბაღში ცხელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად. 800 000 ლარი კი მიმართული იქნება ბაღებში მომუშავე ტექნიკური პერსონალის ხელფასის მოსამატებლად. ასევე, მიმდინარეობს ახალი ბაღების მშენებლობა. 2015 წლიდან ბავშვებს აქვთ სამჯერადი კვება და მე ვეცდები ბავშვების კვების რაციონი გაუმჯობესდეს,"-განაცხადა მერმა.
შოთა მურღულია რამდენიმე ბაგა-ბაღის ხელმძღვანელის სამსახურიდან გათავისუფლებასაც გამოეხმაურა.
"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ მშობლებით მანიპულირება არ არის სწორი მაშინ, როდესაც შეთანხმება შედგა და თუ ეს არ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, ეს გაფიცვა არ მოხდებოდა. ეს იყო პოლიტიკურად მართული პროცესი,"- ამბობს შოთა მურღულია.
ქალაქის მერი ბაღის ფეხმძიმე გამგის სამსახურიდან გათავისუფლებასაც გამოეხმაურა.
"ყველა განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ფეხმძიმე ქალს, მაგრამ ამ ადამიანმა იმ კონკრეტულ შემთხვევაში იმ თანამდებობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება ვერ შეძლო. თუ მას სურვილი ექნება, მე შემიძლია ამ სფეროში სხვა სამსახური შევთავაზო, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია დათანხმდება თუ-არა-," ამბობს შოთა მურღულია.