ქუთაისში, მაღალი ტემპერატურის მქონე პაციენტებს ექიმები სახლში მიაკითხავენ

ქუთაისში არსებული პოლიკლინიკები მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადიან. მომავალი კვირის ორშაბათიდან დაწესებულებები პაციენტებს საღამოს ცხრა საათამდე მიიღებენ. გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა თემურ ნადირაძემ, ადგილობრივი პოლიკლინიკების წარმომადგენლებმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ერთობლივად მიიღეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის კოტე გვეტაძის განცხადებით, ამ წუთებში H1N1- ით დაავადებული პაციენტი არ ფიქსირდება, თუმცა როგორც გვეტაძე ამბობს, მოსახლეობაში გავრცელებულია პანიკა. ამის თავიდან ასაცილებლად კი ფუნქციონირებას დაიწყებს სამოქალაქო სამსახურის საზოგადოებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზები.
აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა ქუთაისი მერმა. '' თუ 24- საათიანი რეჟიმი გახდება საჭირო, მერია ბიუჯეტიდან დაეხმარება ადგილობრივ პოლიკლინიკებს,''- აცხადებს შოთა მურღულია.
''ერთობლივი გადაწყვეტილებით პაციენტი სტაციონარში არ მოხვდება პოლიკლინიკის ექიმის მიმართვის გარეშე. მაღალი ტემპერატურის მქონე პაციენტებს, რომელთაც არ შეეძლებათ სამკურნალო დაწესებულებაში მოსვლა, თავად მივაკითხავთ სახლში,''- აცხადებს ქუთაისის მე-5 მოზრდილთა პოლიკლინიკის თერაპიული განყოფილების გამგე ნათელა ტაბატაძე.
ნათია სვანიძე