სოფელ ღარიხევის საუკუნოვან სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
თარიღი : 22-01-2016, 16:37 | კატეგორია: ახალი ამბები

განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ გაცემული დაპირების მიხედვით, მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ღარიხევის სკოლას სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს.
სოფელ ღარიხევის დაწყებითი სკოლა 108 წლისაა. სკოლის შენობა გადაუდებელ სამუშაოებს საჭიროებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 20 იანვარს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი დავით კიკნაძე და ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი ჭიპაშვილი ესწრებოდნენ.
"სამინისტროს წარმომადგენელის მხრიდან მოგვეცა სიტყვიერი შეთანხმება, რომ 2016 წელს ეს სკოლა იქნება რესტავრირებული. მათი განცხადებით, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა,"- აცხადებს ვალერი ჭიპაშვილი.