Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არასრულწლოვნებს შორის აბორტის ფაქტები გახშირდა

თარიღი : 22-01-2016, 14:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აბორტი ორსულობის ნაადრევი შეწყვეტაა. ის შეიძლება იყოს სპონტანური ანუ თავისთავადი და ხელოვნური. აღსანიშნავია, რომ დღეს ამ უკანასკნელს ხშირად მიმართავენ. ოფიციალური მონაცემებით, წლის განმავლობაში 40 000-მდე აბორტი ლეგალურად კეთდება, არაოფიციალური მონაცემებით კი ეს რიცხვი ორჯერ დიდია.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც აბორტის წინააღმდეგ გამოდის, ქუთაისში არსებული INER GEORGIA-ა. ორგანიზაციაში აბორტის მიმართვიანობის ძირითად ასაკობრივ ზღვარზე საუბრობენ.

" აბორტს ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალბატონები მიმართავენ, 25-დან 40 წლამდე ქალები. ბოლო პერიოდში კი გახშირებულია არასრულწლოვანთა აბორტი. იყო ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც გოგონას ჰყავდა შეყვარებული და ჰქონდა მასთან ურთიერთობა. 17 წლის გოგონა დაფეხმძიმდა, ამის გამო კი ოჯახმა უარი თქვა მასზე. ჩვენი მხარდაჭერით მან გააჩინა შვილი. ასევე , ორგანიზაციის დახმარებით შეურიგდა მშობლებს და დაბრუნდა ოჯახში,"- ამბობს "ინერ ჯორჯია"-ს ექსპერი ნანა ნებიერიძე.

აბორტის წინააღმდეგ არის მიმიმართული ღონისძიება, რომელსაც "სიცოცხლის მარში" ჰქვია და INER GEORGIA მას უკვე სამი წელია აწყობს.

"მოღვაწეობის დღიდან ჩვენ სხვადასხვა ფორმით ვცდილობთ დავნერგოთ სიცოცხლის მარშის კულტურა. ეს მარში არშობილი ბავშვების სიცოცხლის უფლების დაცვას ეძღვნება. ჩვენ გამოვდივართ აბორტის წინააღმდეგ სიცოცხლის მარშის მეშვეობით," -ამბობს ნანა ნებიერიძე.

მ.ჯ. ერთ-ერთია იმ ქალებიდან, რომელმაც ორგანიზაციის თანადგომით აბორტზე უარი თქვა და შვილი გააჩინა.

"სოციალურად დაუცველი ვარ. საშუალება არ მქონდა, ძლივს ვარჩენდი ჩემს ერთ შვილს, ამიტომ ვფიქრობდი აბორტი გამეკეთებინა. ჯერ გენეკოლოგმა მითხრა აბორტზე უარი, შემდეგ "ინერ ჯორჯია"-ს წევრებმა ამიხსნეს, რატომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. მათმა სიტყვებმა იმოქმედა ჩემზე და აბორტის გაკეთება გადავიფიქრე. დღეს ჩემს შვილს რომ ვუყურებ, ძალიან ბედნიერი ვარ. მას რომ ვუყურებ, ვნანობ აბორტზე რომ ვფიქრობდი. ის ჯანმრთელი ბავშვია. დღეს მე და ჩემი მეუღლე ორივე ვმუშაობთ, ეკონომიკურად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. მწამს, რომ სამომავლოდ ყველაფერი კარად იქნება,"- ამბობს მ.ჯ.

"აბორტი ის პროცესია, როდესაც დედა საკუთარი ხელით შვილს არ აძლევს სიცოცხლის უფლებას. ეს იგივე მკვლელიბაა, სიცოცხლის ხელყოფა კი დანაშაულია და დაუშვებელია, ამიტომ - არა აბორტს!,"- აცხადებენ INER GEORGIA-ში.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 2162-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მანამ კი ქუთაისში აქცია-მსვლეობა, სახელწოდებით 'სიცოცხლის მარში' გაიმართება.
დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ. სიკვდილიანობა და შობადობა ერთმანეთს გაუტოლდა.
ამერიკაში აბორტის საწინააღმდეგოდ გამართული მარში სახელწოდებით "მარში სიცოცხლისთვის" 5 წუთის წინ დასრულდა. მარში ერთი საათისა და
პროექტის მიზანს რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალბატონების საკუთარ რეპროდუქციულ უნარებსა თუ ოჯახის დაგეგმვის ბუნებრივ მეთოდებზე

ამინდი