Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერს ქალაქში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგები გააცნეს

თარიღი : 22-01-2016, 11:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებს თამარ ბაგრატიამ სააგენტოს საქმიანობა გააცნო და ქუთაისის გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგები წარუდგინა. შეხვედრაზე მხარეებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ზედაპირული წყლების, ნიადაგის და რადიაციული ფონის მონიტორინგის შედეგებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის გაძლიერებისა და ქსელის გაფართოების მიზნით, ატმოსფერული ჰაერის რეგულარულ მონიტორინგს და ინდიკატორულ გაზომვებს ახორციელებს. ინდიკატორული გაზომვები საქართველოს მასშტაბით ათი ქალაქის უკვე 116 წერტილში განხორციელდა.

სააგენტოს უფროსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თვითმმართვოლობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგებს გააცნობს.


ნანახია: 2120-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დაპარტამენტის უფროსმა ქუთაისში არსებულ ჰაერის
შეხვედრის მთავარ მიზანს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების მაჩვენებლების, ასევე ელექტრო მაგნიტური გამოსხივების განსაზღვრა
ექპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა წერტილში გარემოს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპრეს ლაბორატორიამ იმერეთის რეგიონში გადმოინაცვლა.

ამინდი