Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის საკრებულოს მაჟორიტარი:პირობას ვდებ, რომ ბაზალეთი უფრო გაძლიერდება

თარიღი : 22-01-2016, 11:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემავალი ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის რანგში მუშაობს. იგი ამავდროულად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა. რა ცვლილებები განხორციელდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში და რა იგეგმება სამომავლოდ, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ვარლამ ჭიპაშვილი გვესაუბრება.

-ბატონო ვარლამ, რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში?
-ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მოასფალტდა სოფლის ცენტრალური გზა, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან 600 000 ლარით დაფინანსდა. „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში, გზის მთელ სიგრძეზე მოეწყო გარე განათების სისტემა. ახალგაზრდების მოთხოვნით გაკეთდა სპორტული მოედანი, მოხდა მცირე გამავლობის ხიდ-ბოგირების აშენება და თითქმის ყველა უბანში მოიხრეშა გზები. ვფიქრობ, ეს არის სერიოზული წინსვლა, რაც სოფლის განვითარებას შეუწყობს ხელს. მიხარია, რომ ჩემი დეპუტატობის პერიოდში მოხდა ბაზალეთში სასოფლო ავტობუსის შეძენა, რომლითაც მოსახლეობა უფრო კომფორტულად და შეღავათიან ფასებში გადაადგილდება. სოფელში არ ფუნქციონირებდა ბიბლიოთეკა და ახლა ეს პრობლემაც მოგვარებულია. მომავალ წელს ბაზალეთიდან ღორეშის მიმართულებით იგეგმება გზის მობეტონება. ამაზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ცენტრალურ ხელისუფლებასთან, იმერეთის სამხარეო გუბერნიასთან და მუნიციპალიტეტის გამგეობასთან. მოსაწესრიგებელია წყლის სისტემა სხვადასხვა უბანში და მომავალი წლისათვის ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება. მოსახლეობას წყლის სისტემის მოსაწყობად საჭირო მასალებით მოვამარაგებთ. სამწუხაროდ, ზოგიერთ უბანში არ გვაქვს წყლის რესურსი და პრობლემა ბოლომდე ვერ გადაიჭრება. ვფიქრობ, ცენტრალურ ქუჩაზე აუცილებლად უნდა მოხდეს ნაგვის ურნების დადგმა. ასევე რამდენიმე უბანში დაგეგმილია გარე განათების ქსელის მოწყობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაზალეთის გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და მომავლი წლიდან მოხდება სოფლის გაზიფიცირება.

-რა არის ის მთავარი პრობლემა, რაც ბაზალეთის მოსახლეობას აწუხებს?

- ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლების ძირითადი პრობლემა უმუშევრობაა. აქ ძირითადი საარსებო წყარო სოციალური დახმარებაა. ამ ბოლო დროს კი რამდენიმე ოჯახს დახმარებაც შეუწყდა. ვფიქრობ, სოციალური სტატუსის მინიჭების პროგრამაში ცვლილებები უნდა მოხდეს. შესაძლოა, ინდივიდუალურ რეჟიმში მიკერძოებას აქვს ადგილი. ეს პრობლემები აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას. ადგილობრივ ბიუჯეტში გვაქვს სხვადასხვა სოციალური პაკეტი, რომლითაც ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ამ მიმართულებით ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში არაერთმა ბენეფიციარმა ისარგებლა. მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსებული იყო: მკურნალობის, მედიკამენტების, ოპერაციების ხარჯები. ასევე გამონაკლის შემთხვევებში გაწეულ იქნა ერთჯერადი ფინანსური დახმარებები. თითქმის არც ერთი განცხადება არ რჩება დაუკმაყოფილებელი. დახმარება გაეწიათ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. აქტიურად მიმდინარეობს მრავალშვილიანთა და ლტოლვილთა დახმარება. ამ მიმართულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახური ნამდვილად კარგად მუშაობს. ჩვენ შეიძლება ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით გავაძლიეროთ სოფელი, მაგრამ, დამერწმუნეთ, ადამიანებს ინფრასტრუქტურაზე მეტად სოციალური ფონი აინტერესებთ. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, ოჯახი როგორ გამოკვებოს, ის საერთო საქმეზე ვეღარ იფიქრებს. ვიმედოვნებ, შევძლებთ ადამიანების, როგორც პირადი, ასევე საერთო პრობლემების მოგვარებას. გამოვხატავ უდიდეს მხარდაჭერას ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისადმი. იმ თანადგომისათვის, რომელსაც ჩემდამი იჩენენ. თითოეული იმ ურთიერთობისათვის, რომელიც ჩვენ შორის არსებობს. ვდებ პირობას, რომ ბაზალეთი უფრო განვითარდება და გაძლიერდება.

-რა მნიშვნელოვანი აქტივობები განახორციელეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოფელში და ასევე, რას აკეთებთ მოსახლეობის კულტურულ-საგანამანათლებლო განვითარების მხრივ?
- ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩემი ორგანიზებით ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტული მიმართულებით. სოფლის ბიბლიოთეკაში განვახორციელეთ პროექტი „შეხვედრა მკითხველთან”, სადაც ყველაზე აქტიური მკითხველი სიმბოლურად დავაჯილდოეთ კიდეც. 9 აპრილს მოვაწყეთ ამ დღეს ტრაგიკულად დაღუპული ელისო ჭიპაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ადმინისტრაციული ერთეულის მასშტაბით მოვაწყეთ ღვინის ფესტივალი და გამოვავლინეთ საუკეთესო მეღვინე. სოფელში ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი, როგორც მოსწავლეებს, ასევე უფროს თაობას შორის. ჩემი ინიციატივით მოეწყო გამწვანებისა და დასუფთავების აქცია, ხოლო აქციაში „დავეხმაროთ თბილისში მომხდარი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას” ბაზალეთმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველაზე მაღალი აქტივობა აჩვენა. მეამაყება და მეადვილება ბაზალეთელ ხალხთან ურთიერთობა. მოსახლეობის ჩართულობით ვაკეთებ თითქმის ყველა საქმეს. როგორც მაჟორიტარს, სოფელში შექმნილი მაქვს მრჩეველთა საბჭო, რომელშიც სხვადასხვა უბნის წარმომადგენელები შედიან. მათთან ხშირად გავდივარ კონსულტაციებს. ეს მაძლევს ძალას და სტიმულს ერთად ვაკეთოთ საერთო საქმეები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებაში მოსახლეობის ჩართულობა. ამ მიმართულებით პრობლემები არ გვაქვს.

მადლობას ვუხდი ყველას, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ბაზალეთელს, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინც წვლილი შეიტანა სასიკეთო საქმეში, რომელიც განხორციელდა ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. მადლობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ კობა ლურსმანაშვილს, იმ გულისხმიერი დამოკიდებულებისათვის, რომელსაც იჩენს მოსახლეობისა და მათი პრობლემების მიმართ.


ნანახია: 2055-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეგიონალური განვითარების ფონდიდან ხარაგაული-ბაზალეთის გზის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტის
ნიკოლოზ თოფურიძემ სოფლის ცენტრალური გზის კეთილმოწყობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მისი გამგებლობის პერიოდში ათეულობით სოფელში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წიფისა და ღარიხევის მოსახლეობამ სოფლისათვის პრიორიტეტული საკითხები
ღორეშა-ბაზალეთის ინფრასტრუქტურული პროექტი გზაზე ცემენტბეტონის, სანიაღვრე არხებისა და წყალამრიდი მილების მოწყობას ითვალისწინებს.

ამინდი