Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რამდენად საშიშია ვირუსული ინფექციები და როგორ ვებრძოლოთ მათ?

თარიღი : 21-01-2016, 23:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
ზამთარი წელიწადის ის დროა, როდესაც მატულობს ვირუსული ინფექციები. რა სიმპტომები ახასიათებს აღნიშნულ ინფექციებს, როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?–აღნიშნულ კითხვებზე პასუხების მიღებას საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ჟურნალისტი თამუნა სხულუხია ჰოსპიტალ "მედიქალსიტი"–ს დირექტორის მოადგილეს, ექიმ ნანა გონგაძეს ესაუბრა.

როდის იწყება და როდის აღწევს ვირუსული დაავადებები პიკს?
როგორც წესი, ამ პერიოდში მატულობს ვირუსული დაავადებები. თუმცა, ნოემბრის ბოლოდან ეს პროცესი დაწყებული იყო მეტ-ნაკლები ინტენსივობით. იანვრის თვიდან დაწყებული თებერვლის ბოლომდე კი არის პიკი.

-რომელი დაავადებებია ამ პერიოდში ძირითადად გავრცელებული?
ამ პერიოდში ძირითადად გავრცელებულია პარაგრიპები, რინო და ადენო ვირუსული ინფექციები, A გრიპი, რომელიც სეზონურია. ასევე გვხვდება B, თუმცა იშვიათად. საკმაოდ გავრცელებულია ჩუტყვავილა, წითელა და წითურა იშვიათად.

- ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გავრცელებულია H1N1 ტიპის ვირუსი. დაფიქსირდა თუ არა ის თქვენს სამედიცინო დაწესებულებაში?

ჩვენთან H1N1 ვირუსი არ დაფიქსირებულა. მას ჩვენ განვიხილავთ, როგორც სეზონურ გრიპს. ჩვენ ამ კუთხით არ გვქონია რაიმე ექსესი და იმედია არც გვექნება. გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში ე.წ. ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ არავინ იცის ეს ღორის გრიპი იყო თუ თვითონ იყო დასუსტებული ორგანიზმი. როგორც წესი, ეს სეზონური გრიპია და ასეთ დაავადებებს ვერ უძლებენ იმუნიტეტდაქვეითებული პირები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტით, გულსისხლძარღვთა სისტემით დაავადებული ადამიანები. ამიტომ შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გახდეს არა დაავადება, არამედ სხვა რაიმე პრობლემა, რომელიც იყო ქრონიკული.

- რა ნიშნებით ვლინდება N1H1?
ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, მაღალი ტემპერატურა. N1H1 აქვს იგივე ნიშნები, რაც ჩვეულებრივ გრიპს.

- როგორ უნდა მოიქცნენ უკვე დაავადებული ადამიანები?
უნდა დარჩნენ ბინაზე, არ წავიდნენ სამსახურში, სკოლაში, ბაღში. ოთახი უნდა გაანიავონ ხშირად და იყვნენ იზოლაციაში. გამოვიძახოთ ოჯახის ექიმი და ის გადაწყვეტს პაციანტი ბინაში დატოვოს თუ სტაციონარში გადაივანოს. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა და პირბადის ტარება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჯერ არანაირი ვირუსული დაავადება არ აქვს.

- როგორია პაციენტებია მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით?
წინა წლებისგან განსხვავებული მომართვიანობა ნამდვილად არაა. სტატისტიკურად ზუსტად იგივე მონაცემებია, რაც წინა წლებში იყო. იგივე სირთულეები გვაქვს. არავითარი განსხვავება, არავითარი დამძიმებული მდგომარეობა არ არის. სენსაციური შემთხვევები გამორიცხულია და არც გვაქვს პანიკის საფუძველი იმიტომ, რომ ჩვეულებრივად მიმდინარეობს ეს ვირუსული დაავადებები და ეს სეზონურია.


ნანახია: 2415-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მომავალი წლის იანვრიდან ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევების გააქტიურებას ელოდება. თუმცა მანამდე
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ინფექციებისა და ვირუსების რისკი იზრდება. განსაკუთრებით მატულობს რესპირაციული ინფექციები,
ექიმები საქართველოში გავრცელებულ სქესობრივ დაავადებებზე საუბრობენ.

ამინდი