იმერეთის გუბერნატორს მხარის გამგებლებმა მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა გააცნეს
თარიღი : 21-01-2016, 17:45 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

2016 წელს იმერეთში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ.იმერეთის მხარის გამგებლებმა და წარმომადგენლებმა გუბერნატორს მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა გააცნეს და დაგეგმილი ღონისძიებების შეხახებ იმსჯელეს.
შეხვედრას ,,ენერგო პრო ჯორჯიას“, ,,სოკარ გაზის“, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, მელიორაციის რეგიონული სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ. მათ ყურადღება მიმდინარე წელს იმერეთის მხარეში განსახორციელებელ პროექტებზე და არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს.
გასვლითი შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შედგა.