Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, წელიწადში საშუალოდ 600-მდე ადამიანი იღუპება

თარიღი : 21-01-2016, 17:23 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, საზოგადოება   
topnews.com.ge
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, წელიწადში საშუალოდ 600-მდე ადამიანი იღუპება და ამ მაჩვენებლებით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ, - ამის შესახებ შსს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს აცნობს.

"ამ მხრივ ძალიან ჩამოვრჩებით ევროპულ ქვეყნებს. საგზაო მოძრაობისას დაღუპულთა კუთხით ჩვენზე წინ არის მხოლოდ რუსეთის ფედერაცია და სომხეთი. ამას რომ დავამატოთ სხვადასხვა რისკები, რასაც ექსპერტები მიუთითებენ, ეს არის ქაოსური მოძრაობა, ეს უარყოფითად აისახება ტურისტულ, ტრანზიტულ პოტენციალზე. მხოლოდ თბილისის მასშტაბით დასახიჩრებულ პირებზე მთავრობა დაახლოებით 10 მილიონამდე ლარს ხარჯავს", - აცხადებს შალვა ხუციშვილი.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც.
ipn.ge


ნანახია: 2302-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარლამენტი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დაწყებისთვის ემზადება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხუციშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც მთავრობის მიერ ინიცირებული
კანონპროექტით გათვალისწინებულია მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება. აღნიშნული ქულები ადმინისტრაციული
საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე შინაგან საქმეთა
ნოემბრის მესამე კვირა დღე ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერომ ოფიციალურ დღედ
ამის თაობაზე განმარტებები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა

ამინდი