Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება პატრულის თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე არ იქნება დამოკიდებული

თარიღი : 21-01-2016, 16:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული არ იქნება და ეს სპეციალური პროგრამით მოხდება.
ამის თაობაზე განმარტებები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გააკეთა.
"საპატრულო პოლიციელმა შეიძლება არ იცოდეს რამდენი ქულა აქვს მძღოლს დარჩენილი. იმისთვის, რომ საპატრულო პოლიციელისთვის დამატებითი უფლებამოსილების მიცემა თავიდან ავირიდოთ, მას შემდეგ, რაც მძღოლს პოლიციელი დააჯარიმებს და მოქალაქე არ გაასაჩივრებს, მას შემდეგ, რაც ჯარიმა კანონიერ ძალაში შევა, ქვითარი მომსახურების სააგენტოს ეგზავნება და ქულების ჩამოკლება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გზით მოხდება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


ნანახია: 2539-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საგზაო წესების შესახებ კანონის შეცვლის შემდეგ, მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა ერთ მოქალაქეს უკვე ამოეწურა.
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2017 წელს რამდენიმე სიახლე აქვს დაგეგმილი.
შალვა ხუციშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და
მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა.
ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
ავტოსკოლები შესაძლოა ავტორიზაციას დაექვემდებაროს.

ამინდი