წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და Pin -ის ერთობლივი პროექტი დასრულდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და „People in need“-ის („ადამიანი გაჭირვებაში“) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტი ,,ახალგაზრდული ჩართულობა და სოციალური ანგარიშვალდებულებები" დასრულდა. მუნიციპალიტეტსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 2015 წლის 26 მარტს მოეწერა.
წყალტუბოს მუნიციპლიტეტიდან პროექტში ჩართული იყო 10 სკოლის 8 აქტიური ახალგაზრდა.პროექტის ფარგლებში, წლის განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები და ახალგაზრდებმა შეისწავლეს ჩართულობა, ადვოკატირება, ლობირება, მონიტორინგი და შეფასება.
პროექტის დასკვნითი ტრენინგი წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის სასტუმრო „პრომეთეში“ ჩატარდა.
პროექტის ,,ახალგაზრდული ჩართულობა და სოციალური ანგარიშვალდებულებები"-ს ფარგლებში შეირჩა 10 პრიორიტეტული ახალგაზრდული მუნიციპალური პროექტი,რომლთაგან 4 ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებითა და ხელშეწყობით განხორციელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში წყალტუბოს მუნციპალიტეტის 7 სოფლისთვის შეიძენენ სპორტული ინვენტარს, დაფინანსდება სპორტული შეჯიბრებების ორგანიზება და ინტელექტუალური თამაშები, წყალტუბოს სამ სოფელში დამონტაჟდება 32 ნაგვის ურნა და 26 საჯარო სკოლაში განახლდება წიგნის ფონდი. აღნიშნული აქტივობების განსახორციელებლად მსოფლიო ბანკიდან გამოყოფილია 29000 დოლარი.
ახალგაზრდობის ჩართულობის და სოციალური ანგარიშვალდებულებების კუთხით 10 პრიორიტეტული ახალგაზრდული პროექტიდან დარჩენილი 6- არასამათავრობო ორგანიზაციებისთვის გამოცხადდება. ჩატარდება კონკურსი და შეირჩევიან გამარჯვებულები.
პროექტის ,,ახალგაზრდული ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულებები"-ს ფარგლებში სულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მსოფლიო ბანკი 58 000 დოლარს დახარჯავს .