ჭიათურაში ხვალ მაღაროელების აქცია გაიმართება
თარიღი : 20-01-2016, 22:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჭიათურაში, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი"-ს ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მთავარი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, ხვალ, ჭიათურის მაღაროელთა საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქცია ორგანიზებულია საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მაღაროელები გააპროტესტებენ კომპანიის გენერალური დირექტორის მიმდინარე წლის 8 იანვრის ბრძანებას, საწარმოს 4 თვით გაჩერებასთან დაკავშირებით.
"მაღაროელები ხელისუფლებისგან მოითხოვენ დასაქმების მყარ გარანტიებს 4 თვის გასვლის შემდეგ. ასევე მოითხოვენ იმ თანხის კომპენსირებას სამთავრობო საფინანსო რეზერვებიდან, რასაც ამ 4 თვის განმავლობაში კარგავენ და ასევე კომპანიისგან მოითხოვენ პასუხს, რომელ საკანონმდებლო ნორმაზე დაყრდნობით უზღუდავენ მაღაროელებს იურისტის კონსულტაციის მიღებისა და კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლებას.
სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქციას შეუერთდებიან რუსთავის აზოტის, ქსნის მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის, ტყიბულის შახტებისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დასაქმებულები.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც - ,,თბილისის სოლიდარობის ქსელი", ,,სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი", ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", ,,მწვანე მუშტი" და ა. შ", -ნათქვამია ინფორმაციაში.