Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

თარიღი : 20-01-2016, 15:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელება იწყება. სანატორიუნ "მეშახტეს" ადგილას ახალი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. შენობა, რომელიც წყალტუბოს სანატორიუმებს შორის უნიკალურად მიიჩნეოდა, მალე ძველ ფუნქცია დაიბრუნებს. შენობის ახალი მფლობელი კომპანია "KBP Tbilisi"-ა, რომელმაც ობიექტი 2,5 მილიონ დოლარად შეიძინა.

"უკვე 15 წელია ლონდონში ვცხოვრობ. როგორც ყველა ემიგრანტი, მეც გაასმაგებულად მიხარია, როცა რაღაც კარგი კეთდება ჩვენს ქვეყანაში. წარსულში აქ 150 000 ზე მეტი დამსვენებელი ჩამოდიოდა და სიცოცხლე ჩქეფდა. ახლა, უბრალოდ, ამ ქალაქს ინვესტიციები აკლია. სურვილი გვაქვს, რომ ამ შენობამ კულტირული ცენტრის ფუნქიაც შეითვისოს და დაიბრუნოს კიდეც", -ამბობს ზვიად ზვიადაძე "KBP Tbilisi"-ის მფლობელი.

სანატორიუმის ახალი მფლობელის გადაწყვეტილებით, შენობა პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. სასტუმროში 100 ნომერი იქნება, აღდგება დარბაზები, საზაფხულო ამფითეატრი და ბიბლიოთეკა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ამერიკულ დოლარს შეადგენს.

შენობა და მიმდბარე ტერიტორია უკვე დაათვალიერეს ლონდონიდან ჩამოსულმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "Colliers Intrnational"-ის სპეცილისტებმა. ქართველ კოლეგებთან ერთად, ისინი 2 თვის განმავლობაში შეისწავლიან და წარმოადგენენ კვლევას, რის საფუძველძეც გადაწდება რომელი საერთაშორისო ბრენდი გახდება სასტუმროს ოპერატორი.

"ეს არაჩვეულებრივი შენობაა, აღტაცებული ვარ, ნამდვილად არ ველოდი, რომ აქ ასეთი რამ დამხვდებოდა. ის ინდივიდუალური არქიტექტურით გამოირჩევა. ჩვენი მიზანია აქ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს განთავსება, არსებული შენობა ამის საშუალებას იძლევა", - ამბობს კომპანია "Colliers Intrnational"-ის წარმომადგენელი მარკ ფაინი.

წყალტუბოში არსებულ 19 ძველ სანატორიუმს შორის ეს პირველია, რომელშიც კერძო ინვესტიცია იდება. სახელმწიოს მიერ განსაზღვრული საინვესტიციო პირობის თანახმად, ახალი სასტუმროს მშენებლობა 2018 წლის სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.


ნანახია: 2848-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასტუმროს ინფრსტრუქტურა 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს მოიცავს.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორი წყალტუბოში 160 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება.
საინვესტიციო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია უზრუნველყოფს სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციის

ამინდი