Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია"

თარიღი : 20-01-2016, 13:34 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
საქართველო ევროპას ყველაზე უკუღმართული გზით ემსგავსება – გოგოები გვიან აპირებენ გათხოვებას, - ამის შესახებ "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტში სტაჟიორებთან და პრაქტიკანტებთან შეხვედრისას განაცხადა.

სტუდენტებთან საუბრისას ბერძენიშვილი გენდერული ბალანსის თემას და ქორწინების საკითხს შეეხო.

"საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია. ეს ძალიან ბევრია. აქედან გამოსავალს მე ვერ გიკარნახებთ. გასაგებია, რომ მრავალცოლიანობას ვერ შემოვიღებთ, თუმცა ქართველი კაცები ამ საქმის მოსაგვარებლად მზად იყვნენ – გარკვეული ხერხით ამას ცდილობენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ბალანსი შეიცლება. საქართველო დაბალქორწინებიანი ქვეყანაა. იგი ევროპას ყველაზე უკუღმართული გზით ემსგავსება – გოგოები გვიან აპირებენ გათხოვებას. ევროპაში გარკვეულია ეს რატომ მოხდა – მუშაობენ და არ უნდათ კარიერაზე უარი თქვან. შვეიცარიაში კაცს ცოლის მოყვანა რომ უნდა, ქალები ეუბნებიან: არ მცალია ამისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი უცნაურობაა – ქალთან ერთად წლების განმავლობაში ხარ და რომ უთხრა, მიყვარხარო, იმ წუთას დაკარგავ, რადგან სწორედ ეგ არ უნდათ – სიყვარულობა, ურთიერთობა – ისე რაც გინდა და როგორც გინდა... ოღონდ სიყვარულობა და ასეთი რამეები არა", - აცხადებს ბერძენიშვილი.

ლევან ბერძენიშვილი კიდევ ერთ სტერეოტიპს შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოში ერთგულება ქართული ფენომენი ჰგონიათ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცოლ-ქმრული ღალატის შემთხვევაში, ოჯახი აუცილებლად დაინგრევა, ხოლო საქართველოში - არავითარ შემთხვევაში და "ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ღალატი არასწორი მხრიდან მომდინარეობს".
ipn.ge


ნანახია: 2029-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"თაობათა დიალოგი"-ს ოფისში საქართველოს პარლამენტის წევრი და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი სტუდენტებს,
პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი დღეს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად პარლამენტზეც
"Topnews"-თან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინებზე, "ქართული ოცნების" მიერ დაშვებულ
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემები.
მუსლიმები დახმარებას ბრიტანეთის პრემიერს სთხოვენ.
ამერიკის დღეების ფარგლებში ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

ამინდი