Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ელისო ჩაფიძე: დაზუსტებულ სიას არჩევნებამდე 40 დღით ადრე გავიგებთ

თარიღი : 19-01-2016, 23:44 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ხალხის ნდობა და სიყვარული აქვთ.

„ჩემთვის, როგორც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რა შემადგენლობით წარსდგება კოალიცია ამომრჩევლის წინაშე. ჩვენი გუნდი მაშინ შეიკრიბა, როცა ძალიან ბევრ ადამიანს საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინოდა. ფაქტიურად, ომში მივდიოდით. გვიპირისპირდებოდნენ ფიზიკურად, გვესროდნენ ქვებს და ყველა მეთოდით გვებრძოდნენ. შეუძლებელია, ამ ადამიანების მიმართ ხელაღებული გადაწყვეტილება იქნას მიღებული. დაზუსტებულ სიას არჩევნებამდე 40 დღით ადრე გავიგებთ“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გადაცემა 2030-ში.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კორპორატიული საღამოს, ჩაფიძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც კორპორატიულ საღამოზე ნათქვამ ფრაზებს ინტეპრეტირებას უკეთებენ, არც ფრაქციას იცნობენ და არც ბატონ ივანიშვილს.

„ეს იყო მშვენიერი საღამო, სადაც არა ერთხელ ითქვა, რომ გუნდის თითოეული წევრი მნიშვნელოვანია და ყველა მათგანი გუნდში დარჩება,“-აღნიშნა ჩაფიძემ.


ნანახია: 1717-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ჩაფიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულის შესახებ მას შეხვედრა ჰქონდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ
როგორც ჩაფიძე განმარტავს, კოალიცია „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ჩამოყალიბებულია, მისი მეშვეობით მოვიდა აღნიშნული კოალიცია
ელისო ჩაფიძის თქმით, არასოდეს აპირებს, რომ პარტია შეიცვალოს.
წყალტუბოში, კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის წინ, კოალიციის ერთი ფრთის საპროტესტო აქცია გაიმართა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე დადებული ვეტოების
როგორც ჩაფიძემ განაცხადა დეპუტატებმა სპეციალური გრაფიკი შეიმუშავეს, რომლითაც სესიები ქუთაისში, კომიტეტები კი თბილისში გაიმართება.

ამინდი