Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასჯელაღსრულების სამინისტრო - შიმშილობა და თვითდაზიანება, რომელსაც მსჯავრდებულმა ო.ა-მ მიმართა, არამიზანშეწონილია

თარიღი : 19-01-2016, 19:07 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პროტესტის უკიდურესი ფორმა - შიმშილობა და თვითდაზიანება, რომელსაც #2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ო.ა-მ მიმართა, არამიზანშეწონილია, - ამის შესახებ ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მსჯავრდებულის მოთხოვნა არ უკავშირდება უფლებების შელახვას, ან საყოფაცხოვრებო პირობებს.

"მსჯავრდებულ ო.ა-ს მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას და დასაქმებას, განვმარტავთ, რომ როგორც მსჯავრდებულის დასაქმების, ასევე, თითოეული მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის საკითხს სწავლობენ პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები, რათა თავიდან იყოს აცილებული გადაყვანასთან დაკავშირებული შესაძლო ექსცესები, როგორც სხვა პატიმრებთან, ასევე, გადასაყვანი პირის უსაფრთხოებასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ო.ა-ს თვითდაზიანებებისადმი მიდრეკილება და სხვა გარემოებები სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ხელს არ უწყობს მის დასაქმებას და ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას. მსჯავრდებული ო.ა ორჯერ არის ნასამართლევი ქურდობის ბრალდებით, პირველად 2011 წელს, რაზეც სასჯელის ვადა 2014 წელს დაუმთავრდა. გათავისუფლებიდან მოკლე პერიოდში კი, ანალოგიური ბრალდებით თავისუფლების აღკვეთა მეორედ მიესაჯა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა ვერც ერთი მსჯავრდებულისთვის ვერ იქნება პრივილეგიების მოპოვების ან სარეჟიმო მოთხოვნების შესუსტების საფუძველი. მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის თვალსაზრისით, რაშიც დასაქმება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მრავალ სიახლეს ნერგავს, მათ შორის პარლამენტში ინიცირიებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა დამტკიცების შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში მცირე კაპიტალურ სამუშაოებზე მსჯავრდებულთა დასაქმება, ასევე, მსჯავრდებულთა ნაკეთობების რეალიზაცია იქნება შესაძლებელი. ყოველივე ეს მათ შესაძლებლობას მისცემს სასჯელის მოხდის პერიოდში შემოსავალი მიიღონ, დანაზოგი გააკეთონ და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ. დასაქმება მსჯავრდებულთა რისკების შეფასების შედეგად მოხდება. დასაქმდებიან პირები, რომლებიც არ არიან საშიში, როგორც სხვა მსჯავრდებულთათვის, ასევე, საკუთარი თავისთვის", -ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა, მშრალი შიმშილობა დაიწყო და ხელი დაიჭედა.


ნანახია: 2506-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძის შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეწყალების
სამინისტროს ცნობით, რამდენიმე კვირაა, სამინისტრო ფლობს ინფორმაციას, რომ სასჯელაღსრულების მე-14 (გეგუთის) დაწესებულებაში
ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
პატიმარ ოთარ აფრიდონიძის დედის განცხადებით, მისი შვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვა პატიმრების მსგავსად, დასაქმებას

ამინდი