ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა, ხელი დაიჭედა და მშრალი შიმშილობა დაიწყო

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა ოთარ აფრიდონიძემ პროტესტის ნიშნად ხელები დაიჭედა, პირი ამოიკერა და შიმშილობა დაიწყო.
პატიმარ ოთარ აფრიდონიძის დედის განცხადებით, მისი შვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვა პატიმრების მსგავსად, დასაქმებას ითხოვს.
ირმა აფრიდონიძის თქმით, დასაქმების საშუალებით მას მისი ოჯახის რჩენა სურს, რის საშუალებასაც ციხის ადმინისტრაცია პირადი ინტერესების გამო არ აძლევს.
"სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ. ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ჰყავს. ციხის ადმინისტარციას სთხოვს, რომ მუშაობის საშუალება მისცეს, რათა ოჯახი არჩინოს, თუმცა ამის უფლებას არ აძლევენ. თუ სხვა პატიმრებს აქვთ უფლება, რომ ციხეში იმუშონ, ჩემმა შვილმა რა დააშვაა", - აცხადებს პატიმრის დედა ირმა აფრიდონიძე.
ცნობისთვის, პატიმარი ოთარ აფრიდონიძე წელიწადნახევრის წინ დააკავეს. მას საგამოძიებო ორგანოები ქურდობის მცდელობას ედავებიან.