ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო
თარიღი : 19-01-2016, 11:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო მონაკვეთზე, 5 კმ-მდე მანძილზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ცალი მიმართულებით, ახალ გზაზე გადაერთო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კილომეტრიან მონაკვეთზე აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა, 9 პარალელური ხიდი, 1 გზაგამტარი 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო გადასასვლელი ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინაბეტონის წყალგამტარი მილები. აღნიშნული გზის მშენებლობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება.