დასავლეთ საქართველოში გამოდარებას 21 იანვრიდან ელოდებიან
თარიღი : 19-01-2016, 11:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების ცნობით, 19-20 იანვარს გავრცელებას იწყებს ხმელთაშუაზღვის ციკლონთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 19 იანვარს იქნება +9, +14 გრადუსის ფარგლებში, ხოლო 20 იანვარს დაიკლებს +3, +8 გრადუსამდე.
21 იანვარს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. 22-24 იანვარს კვლავ მოსალოდნელია შედარებით ცივი, ნალექიანი და ქარიანი ამინდი.
21 იანვარს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. 22-24 იანვარს კვლავ მოსალოდნელია შედარებით ცივი, ნალექიანი და ქარიანი ამინდი.