Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი გამოძახებაზე მისვლის დაგვიანების ფაქტს უარყოფს

თარიღი : 18-01-2016, 21:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი გამოძახებაზე მისვლის დაგვიანების ფაქტს უარყოფს

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტის, სოფო ჭუმბურიძის განცხადებით, ქუთაისში, გამოძახებაზე, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე დროულად მივიდა.

როგორც ჭუმბურიძე აცხადებს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანა, სიმართლეს არ შეესაბამება. გამოძახების შესახებ ზარი დაფიქსირდა 13:11 საათზე, ეკიპაჟი გავიდა დაუყოვნებლივ და ადგილზე მივიდა 13:24 საათზე, ანუ, გამოძახებიდან, ზუსტად 13 წუთში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე იყო",- განაცხადა ჭუმბურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილში 65 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, სასწრაფომ ნახევარი საათით დააგვიანა და ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.


ნანახია: 2418-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომხდარის შემდეგ შემთხვევის თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მამაკაცის გადარჩენა შესაძლებელი იყო. მის დაღუპვაში კი
როგორც ადგილზე აცხადებენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ დააგვიანა, რასაც აღნიშნული შედეგი მოჰყვა.
„მოსახლეობას ვთხოვთ,რომ არამიზნობრივად ნუ გამოიძახებენ სასწრაფოს“.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს მუშა გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ამინდი