Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გარდაცვლილი პატიმრის მამა:თითქმის დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი საპყრობილეში არ მოუკლავთ

თარიღი : 13-10-2013, 19:34 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
"თითქმის დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი საპყრობილეში არ მოუკლავთ",-ამის შესახებ ქუთაისის საპყრობილეში გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამამ დავით ძველაიამ იმ საკნის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, სადაც მისი შვილი იმყოფებოდა.
"დღემდე ოჯახი დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენი შვილი მოკლეს და შემდეგ ჩამოკიდეს, თუმცა დღეს მინისტრმა სოზარ სუბარმა და საპყრობილის დირექტორმა დამათვალიერებინა მისი საკანი, მაჩვენა ჩემი შვილის მიერ შექმნილი ნახატები და რამდენიმე დღის წინ ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ბავშვს მარჯვენა ხელი პარალიზებული ჰქონდა, ერთი ხელით კი მარყუჟს ვერ გააკეთებდა. ასევე, მაჩვენეს ჩემი შვილის მიერ დაწერილი განცხადება იმის შესახებ, რომ მას საკანში მარტო ყოფნა უნდოდა, ეს განცხადება მან დაზიანებული ხელით დაწერა. მკვლელობაზე ეჭვები გამიქარწყლდა, თუმცა 100%-ით დავრწმუნდები მაშინ, როცა სენაკში ჩავალ და იმ დეტალს გავარკვევ, რომელიც ჯერ არავისთვის ცნობილი არ არის", - განაცხადა დავით ძველაიამ.
არსებული ვერსიით, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, გოგა ძველაიას გარდაცვალება ქუთაისის ციხეში პირველ ჯერზე ყოფნისას შეყვარებულის გამო თანასაკნელთან კონფლიქტს უკავშირდება. ძველაიამ აღნიშნული ციხე 29 აგვისტოს, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა. ამჯერად კი ციხეში ქურდობის ფაქტზე მოხვდა, თუმცა გირაოს გადახდის შემდეგ დაწესებულება მალევე უნდა დაეტოვებინა.
პატიმრის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებული ეჭვების გაქარწყლების მიზნით, გარდაცვლილი არასრულწლოვნის საკანში სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა გოგა ძველაიას ოჯახის წევრები დღეს დამოკიდებელ ექსპერტთან მაია ნიკოლაიშვილთან ერთად შეიყვანა. ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათ 3 საათზე მეტხანს დაჰყვეს.


ნანახია: 3942-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოზარ სუბარმა გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს სენაკში პირადად მიუსამძიმრა.
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის გოგა ძველაიას ოჯახს პატრიარქმა მიცვალებულისათვის წესის აგების
გარდაცვლილი პატიმრის მამის დავით ძველაიას თქმით, მისი შვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი ციხეში მჯდომმა პატიმარმა იცის, რომელიც
პატიმარ ერეკლე გურბენიძის განცხადებით, გოგი ძველაიამ თავი იმიტომ მოიკლა, რომ ის საკანში პედოფილებთან ერთად იხდიდა სასჯელს.
სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი პატიმარი არასრულწლოვანია და ის დაწესებულებაში
"წინასწარი ინფორმაციით, ეს სუიციდია, თანაც პრაქტიკულად, 24 საათი არ იყო გასული მისი შემოყვანიდან, თუმცა მისთვის ეს მეორე

ამინდი