Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისი 2010" გარდამავალი თასის მფლობელი გახდა

თარიღი : 18-01-2016, 19:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას გარდამავალი თასის მფლობელი საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010“ გახდა. ოლიმპიური ჩემპიონების მემორიალურ ტურნირს ქუთაისმა პირველად უმასპინძლა. ტურნირი 12 იანვარს დაიწყო და 16-ში დასრულდა. შეჯიბრში სუპერლიგის შვიდი და პირველი ლიგის ერთი გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს “ქუთაისი 2010“ და „სოხუმი“ დაუპირისპირდნენ. გამარჯვებული ,,ქუთაისი 2010“ გახდა. კალათბურთელები სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ „სოხუმის“ გუნდის წარმომადგენლებს ქალაქის მერიის დაწესებული სპეციალური პრიზი გადასცა. საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები დააჯილდოვეს.

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირი ქუთაისის მერიის ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.


ნანახია: 2079-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კალათბურთში საქართველოს თასის მფლობელი 'ქუთაისი 2010' 2014 და 2017 წლებშიც იყო.
აღნიშნული ტურნირი ქუთაისში მეორე წელიწადია იმართება.

ამინდი