Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია სპორტსკოლის რემონტისთვის 50 000-ლარიანი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს

თარიღი : 18-01-2016, 17:34 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ააიპ სპორტული გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად, # 17 სპორტსკოლის ჭიდაობის დარბაზი დაათვალიერა. დარბაზი ამორტიზებულია და შენობაში შესაბამისად ვარჯიშიც შეწყვეტილია. შოთა მურღულიას განცხადებით, მიმდინარე წელს დაგეგმილია დარბაზის სრული რეაბილიტაცია. ამასთან, მოეწყობა საშხაპეები და საუნა. აღნიშნული სამუშაოებისათვის მერია უახლოეს ხანში ორმოცდაათი ათასი ლარის ღირებულების ტენდერს გამოაცხადებს.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ქალაქში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას ხელი შევუწყოთ. კარგი შედეგები გვაქვს ჭიდაობის მიმართულებით. შარშან რამდენიმე სპორტული დარბაზი გავარემონტეთ, წელსაც ვგეგმავთ ამ მიმართულებით განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები,“- განაცხადა შოთა მურღულიამ.

ჭიდაობის დარბაზი 150- მდე სპორტსმენზეა გათვლილი.


ნანახია: 2106-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სავარჯიშო სივრცეებთან ერთად, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო გასახდელი, საუნა და საშხაპეები.
თანამედროვე სპორტული დარბაზი 750 გულშემატკივარზეა გათვლილი და მზად არის უმასპინძლოს სხვადასხვა სახეობებში უმაღლესი დონის
დარბაზის მოწყობისათვის 3067,76 ლარი დაიხარჯა.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოადგილეებთან ერთად ყოფილი კინოთეატრ „საქართველოს“ შენობა დაათვალიერა
სპორტულ ობიექტზე ვარჯიშის საშუალება 150 ბავშვს ექნება.

ამინდი