Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ჭომის დასახლებაში ქალბატონს საცხოვრებლით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ

თარიღი : 18-01-2016, 16:03 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია თევდორაძემ სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა.

სოციალურად დაუცველი მედიკო იობიძე ჭომაში, არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მას საცხოვრებელი ფართი გადაეცა, რომლის ნაწილიც კერძო პირს, გერონტი ნაკანს ეკუთვნის.მისივე განცხადებით, გერონტი ნაკანი და ადგილობრივი თვითმმართველობა საცხოვრებელ ფართში შესვლის უფლებას არ აძლევენ.მედიკო იობიძის თქმით, მან რამდენჯერმე მიმართა სათანადო ორგანოებს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან კი ქალბატონს უპასუხეს, რომ აღნიშნული ფართი, ბაგა- ბაღის ყოფილ შენობას წარმოადგენს, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა და ელექტრონული აუქციონის წესით უნდა გასხვისდეს.

''მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად ეხებათ ეს ყველაფერი. ვიდრე თქვენს თბილ სახლებში გაათევთ ღამეს, იქნებ გაითვალისწინოთ ამ ადამიანების მდგომარეობა, გადასცეთ ის ფართი, რომელიც თავის დროზე გამოუყო „ნაციონალურმა მოძრაობა“- განაცხადა გია თევდორაძემ.

ნათია სვანიძე


ნანახია: 1921-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია თევდორაძემ სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა მიმდინარე ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხარაგაულის რაიონის ფარცხნალის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სახლში სამართალდამცავებმა შესაბამისი
სოციალურად დაუცველი მაკარიძეების ოჯახის მონახულების შემდეგ, მურღულიამ სოციალურ სამსახურს დაავალა, რომ უახლოეს დღეებში მათი
თინათინ მარდალეიშვილი ,,ნაციონალური მოძროაბის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრებისგან პარტიის დატოვებას ითხოვდა, რადგან მისი თქმით,
მუშების თქმით, ბაღი, რომლის მშენებლობაც მათ 6 თვის წინ დაასრულეს, ხელფასები კომპანიისგან ამ დრომდე არ მიუღიათ.

ამინდი