ქუთაისში მაწანწალა ძაღლების და მსხვილფეხა პირუტყვის თავშესაფარი ეწყობა
თარიღი : 18-01-2016, 15:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ა(ა)იპ "სპეციალურმა სერვისებმა" უმეთვაყურეოდ დარჩენილი მაწანწალა ძაღლებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თავშესაფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, ადმინისტრაციული და ლაბორტორიული შენობა-ნაგებობის გადახურვა მიმდინარეობს.
"როგორც დაგეგმილი იყო, სამუშაოები აქტიურად დაიწყო. ტერიტორიაზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ არ შეიქმნება თანამედროვე ტიპის მომსახურეობის სერვის-ცენტრი," - ამბობს "სპეციალური სერვისები"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.