Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ქალბატონები თავიანთ პრობლემებზე საუბრობენ

თარიღი : 18-01-2016, 11:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რას ფიქრობენ ქალები თავიანთ პრობლემებზე? რაზე ამახვილებენ ყურადღებას და როგორ აღიქვამენ საზოგადოების დამოკიდებულებას მათ მიმართ? ეს კითხვები ქუთაისში მცხოვრებ 14-დან 24 წლამდე გოგონებს დავუსვით. პასუხები არაერთგვაროვანი იყო. რესპონდენტები პრობლემად ნაადრევ ასაკში გათხოვებას, გაუნათლებლობას, გასართობი საშუალებების არარსებობას, ჩაცმის თავისუფლებას, ქალზე ძალადობას ასახელებენ. აქვეა მათი პასუხების უფრო ვრცელი ვერსიებიც:

ნათია ივანეიშვილი (22 წლის): ეს კითხვა ინდივიდუალურია, ჩემს სანაცნობოში ყველა იმაზე წუწუნებს, რომ ქალაქში ვერ ერთობიან. ამასთან ერთად, გოგონები ელემენტარულად მიმტანად ვერ იწყებენ მუშაობას, რადგან ამაზე სხვა შეხედულებები აქვთ ძმას, მამას, შეყვარებულს. თუნდაც ჩემი მეგობრის მაგალითს ვიტყვი. ძალიან ჭირდებოდა ფული და მუშაობა დაიწყო კაზინოში მოლარედ, გვერდით დაცვა ედგა. ამას კი წინააღმდეგობა მოჰყვა ოჯახისა და შეყვარებულის მხრიდან. ეუბნებოდნენ რომ იქიდან წამოსულიყო. მაგრამ მას ძალიან ჭირდებოდა თანხა სწავლის საფასურის გადასახდელად.

ანა პავლიაშვილი (21 წლის):ქუთაისში არის თავისუფლად ჩაცმის პრობლემა. ვისაც რა უნდა იმას ვერ იცვამს. საზოგადოების განკითხვის საგანი ხდება ხშირად ამ ასაკის გოგონების ჩაცმულობა, ამიტომ ისინი შებოჭილები არიან და ვერ იცვამს საკუთარი სურვილის მიხედვით.
მარიამ ქარქაშაძე (21 წლის): ქუჩაში ხშირად შევსწრებივარ იმ ფაქტს, რომ ქმარი ცოლს შეურაცხყოფას აყენებს. ქალები დაუცველები არიან.

ნია ჯანჯღავა (20 წლის): პრობლემა არის ის, რომ ამ ასაკის გოგონებმა არ იციან თავიანთი უფლებების შესახებ. ამიტომაც ხდებიან ქალები ძალადობის მსხვერპლნი. განსაკუთრებით მათ, ვინც 14 წლის ასაკში თხოვდება. ისინი ყველაზე მეტად იჩაგრებიან. ამ ასაკის გოგონები აზრის თავისუფლად გამოთქმას ვერ ახერხებენ ვერც სახლში და ვერც გარეთ, რაც შესაძლოა შურის მიზეზიც გახდეს. მათ თეთრი შურით შურთ სხვების, რომლებიც მათზე თავისუფლები არიან. შემდეგ კი კომპლექსები უჩნდებათ.

ნათია წითელაშვილი (21 წლის):ქალებს აკლიათ თავისუფლება. უფრო მეტად მამაკაცები ზღუდავენ ქალებს, არ აძლევენ საშუალებას გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და გაიკვლიონ გზა, თუ ამის სურვილი აქვთ. ქალი აქ ისევ „კუხნაში“ იციან კაცებმა.

ანა ღურწკაია (22 წლის): გულახდილად რომ გითხრა, ბევრი პრობლემა აქვთ ქალებს. ერთ -ერთი არის ის, გოგონები ნაადრევ ასაკში ქმნიან ოჯახს, როცა ჯერ არ არიან ამ ნაბიჯისთვის მზად. მერე მათ ხვდებათ ბევრი იმედგაცრუება, გულისტკივილი და საბოლოოდ ოჯახიც ენგრევათ. ამ ასაკში გოგონებს აქვთ ჰორმონალური დარღვევები, საშვილოსნოს პრობლემები, ოჯახური პრობლემები, ფიზიკური თუ გონებრივი დაძაბულობა. ასევე გოგონებმა არ იციან რას ნიშნავს თავისუფალი ჩაცმა, არ იციან სად რა უნდა ჩაიცვან. აქ ყველა გადაპრანჭული დადის, იმას უყურებენ თუ რა გაცვია, განათლება კი მათთვის მეორეხარისხოვანია.

ნატა (19 წლის): ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე და ქალიშვილობის ინსტიტუტის არსებობის გამო ქალები თავს არ აძლევენ უფლებას ჰქონდეთ ქორწინებამდე სექსი და ელიან კანონიერი სექსის უფლებას, რომლის მიღების ერთადერთი გზა ნაადრევად ოჯახის შექმნაა. ასევე არ არიან სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართულნი, შიში აქვთ საზოგადოებაში გამოსვლის. მათი ცნობიერება დაბალ დონეზეა.

ჟანა კვეტენაძე (21 წლის): ამ ასაკის გოგონებს უჭირთ საკუთარი თავის რეალიზება, თვითდამკვიდრება. არ შესწევთ ძალა, რომ იყვნენ საკუთარი თავის უფლები. ამ ასაკის გოგონებში არის გაუნათლებლობის პრობლემა.

ნინია ნიკოლეიშვილი (25 წლის): პროვინციული მიდგომებიდან გამომდინარე სექსის პრობლემას განიცდიან, რის გამოც ნაადრევ ასაკში ქმნიან ოჯახს, რომელიც მალევე ინგრევა და ამ დროს ისინი განათლების გარეშე რჩებიან, რაც საბოლოოდ პრობლემათა მთელ რიგს იწვევს. განათლების ნაკლებობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა.

ჰიპო (19 წლის): ნაადრევ ასაკში ქორწინება არის პრობლემა. სრული მარაზმია ჩემთვის ის, რომ ჩემი კურსელი სულ ლექციიდან გარბის, რადგან ბავშვი დედამთილთან დატოვა, ის კი ბაზარში მიდის.

მაიკო გიორგაძე (19 წლის): პირველ რიგში ამ ასაკში საკუთარი არჩევანის გაკეთების პრობლემაა, არ იციან რა პროფესიას დაეუფლონ ან როგორ იცხოვრონ. ხშირ შემთხვევაში მშობლები თავად განსაზღვრავენ თავიანთი შვილების მომავალს. საკუთარ არჩევანს ბავშვობიდან არასწორად აკეთებენ, მშობლების მარიონეტები ხდებიან, რაც შემდგომ უარყოფითად აისახება მათზე. არა პერსპექტივა, არა მომავალი და ხშირად დეპრესიულებიც ხდებიან ამის გამო, საკუთარ ნაჭუჭში იკეტებიან.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 1909-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მეცნიერებმა ეს დასკვნა სხვადასხვა ქვეყნის 1000 ქალის მონაცემის კვლევის შედეგად გააკეთეს.
ბევრ მშობელს აინტერესებს ეს საკითხი, მართლაც, რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში შესვლისას, რა არის ის ელემენტარული ცოდნა და
სტატისტიკის თანახმად, შუახნის ასაკის კრიზისზე მოდის გაყრის, ნერვული პრობლემებისა თუ სუიციდის ყველაზე მეტი შემთხვევა.

ამინდი