Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი"-ს უპრეცენდენტო პროექტი ემიგრანტებისათვის

თარიღი : 18-01-2016, 11:02 | კატეგორია: ახალი ამბები, ინტერვიუ   
topnews.com.ge
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი ემიგრანტების გაერთიანება, მათ პრობლემებზე რეაგირება, ემიგრანტების წინაშე არსებული სირთულეების ხელისუფლებამდე მიტანა და ემიგრანტების პრობლემებზე რეაგირების კუთხით საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სათვისტომოების საქმიანობაზე მონიტორინგი-ასეთია იმ ორგანიზაციის მიზნები, რომელსაც საზოგადოება "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი"-ს სახელით იცნობს. უფრო ვრცლად ცენტრის გეგმებზე Gemigrations.com ცენტრის დამფუძნებლებს დიმიტრი ტვილდიანსა და ლედი ტუკვაძეს ესაუბრა.

"ზემოთჩამოთვლილი საქმიანობის გარდა, "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი" თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მიზნად ყველა ემიგრანტისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას ისახავს. ამიტომ, დავით ტვილდიანის ქართულ-ამერიკული ონლაინ კლინიკა უნიკალურ შანსს აძლევს ემიგრანტებს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინში მიიღონ უფასო სამედიცინო კონსულტაცია. დაინტერესებულ პირებს სამედიცინო კონსულტაციას და მომსახურებას ამერიკის სხვადასხვა შტატში მცხოვრები "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი"-ს ონლაინ სამედიცინო კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები გაუწევენ ," - ამბობს დიმიტრი ტვილდიანი.

"ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც პროექტს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაეყარა საფუძველი. თითქმის ორი წელიწადი ხდებოდა კვლევა, სხვადასხვა ქვეყანაში რა პრობლემების წინაშე დგას ქართული ემიგრაცია. "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი"-ს პროექტის ავტორი და სულისჩამდგმელი ცნობილი ქართველი მეცენატი და ექიმი დიმიტრი ტვილდიანია. ეს არის გრანდიოზული პროექტი. პირველად საქართველოში! "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ქართველ ემიგრანტებს უპრეცენდენტო მომსახურებას სთავაზობს ონლაინ სამედიცინო და იურიდიული კლინიკების სახით. ონლაინ სამედიცინო კლინიკის შესახებ ზემოთ იყო საუბარი, რაც შეეხება იურიდიულ კლინიკას, ისიც ასევე ონლაინ რეჟიმში ფუნქციონირებს. ემიგრანტებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად მიიღონ უფასო იურიდიული კონსულტაცია და დაამზადონ ყველა სახის დოკუმენტაცია. სურვილის მიხედვით, მათ ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ ონლაინ იურიდიული კლინიკის იურისტების მომსახურებები როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე. ჩვენი კლინიკა ემიგრანტებს სთავაზობს არა მხოლოდ იურისტების, არამედ აუდიტებისა და აღმასრულებლების მომსახურებას.

-ონლაინ იურიდიული და სამედიცინო კლინიკების მომსახურების შეთავაზების გარდა, კიდევ რისი გაკეთება შეუძლია "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრს" ემიგრანტებისათვის?
ხშირად მიწევს ხოლმე საქმიანი ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. ემიგრანტებისგან ვიცი, რომ ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ირღვევა მათი უფლებები, ხოლო საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოები და საკონსულოები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პრობლემებზე ადექვატურ რეაგირებას ვერ ახდენენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ორგანიზაცია საქმიანობის ერთ-ერთ მიზნად საელჩოებისა და საკონსულოების ერთგვარ მონიტორინგს განახორციელებს, რათა მათი მხრიდან ემიგრანტების გასაჭირზე რეაგირება ოპერატიულად მოხდეს და ჩვენმა თანამემამულეებმა უცხო ქვეყნის მიწაზე თავი დაცულად იგრძნონ. "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრ"-ში ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, სადაც პრობლემის შემთხვევაში, ნებისმიერ ემიგრანტს შეუძლია მომართვა და მე მინდა მოვუწოდო საელჩოებსა და საკონსულოებს, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთონ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

-საელჩოებისა და საკონსულოების საქმიანობაზე მონიტორინგი ახსენეთ. რა რესურსი აქვს თქვენს ორგანიზაციას, რომ ემიგრანტების თემატიკა ფართოდ გაშუქდეს და ამ ადამიანების პრობლემებისა თუ წარმატების შესახებ საზოგადოების უმრავლესობის ინფორმირება მოხდეს?
"ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრს" აქვს თავისი საინფორმაციო პორტალი Gemigrations.com, სადაც ვრცლად გაშუქდება ემიგრანტთა პრობლემები, დაიწერება ემიგრანტთა ისტორიები, მომზადდება მასალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ემიგრანტებზე. ასევე, საინფორმაციო პორტალი მიზნად ისახავს ემიგრანტებს მიაწოდოს სხვადასხვა სფეროს ახალი ამბები და მსოფლიოში მიმდინარე სიახლეები. ემიგრანტებს შეუძლიათ თავად მოგვწერონ თავიანთ პრობლემებზე, რის შემდეგაც საინფორმაციო პორტალის ჟურნალისტები საკითხის ობიექტურად და ოპერატიულად გაშუქებას მოახდენენ. ამისათვის ცენტრს ოფისები აქვს როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში. უახლოეს პერიოდში იგეგმება ოფისების გახსნა კანადაში, საბერძნეთსა და იტალიაში.

-და ბოლოს, ამბიციური გეგმების ფონზე, როგორ აპირებს თქვენი ორგანიზაცია აღნიშნული გეგმების სისრულეში მოყვანას?
"ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი" ნამდვილად არის და იქნება ის ორგანიზაცია, რომელსაც ემიგრანტები თამამად შეიძლება დაეყრდნონ. უფრო მეტიც, უახლოეს პერიოდში, ჩვენ დავიწყებთ შეხვედრებს ემიგრაციასთან, მათი პრობლემების კიდევ ერთხელ კვლევას და შეხვედრებს ხელისუფლებასთან, რათა საქართველომ არ დაკარგოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც დღეს ემიგრანტები ჰქვიათ.


ნანახია: 4005-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რა პრობლემებზე საუბრობენ ქართველი ემიგრანტები, რას სთხოვენ ქვეყნის ხელისუფლებას და რა პროგრამებს ახორციელებს 'ემიგრაციის
აქციის ორგანიზატორია ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი.
'ემიგრაციის საერთაშორისა ცენტრისა' და ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმების მიერ იტალიაში
დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმებს დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ და ქუთაისის მერიამ

ამინდი