ქუთაისში საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს

ქუთაისში საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს.
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ბასილაძის განცხადებით, საახალწლო აქსესუარების დემონტაჟი ქალაქის მასშტაბით, 22 იანვრამდე უნდა დასრულდეს.
ბასილაძის თმით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს "აღმდგენმა" 78 ათასი ლარის სანაცვლოდ, ქალაქში საახლწლო მორთულობების აწყობა-დემონტაჟის სამუშაოები უნდა განახორციელოს.
„53 ათასი ლარი უკვე გადახდილი გვაქვს და მეორე ნაწილს დემონტაჟისთანავე გადავუხდით. აღნიშნულ კომპანიას ევალებოდა წინა საახალწლო დღეებში ქალაქის საახალწლო აქსესუარებით მორთვა და ნაძვის ხეების მონტაჟი, ახალი წლის დღესასწაულის დასრულების შემდეგ, მისი დემონტაჟი ევალება. საახალწლო აქსესუარების დემონტაჟი ქუთაისში 22 იანვრამდე უნდა დასრულდეს," - აცხადებს მალხაზ ბასილაძე.