"დაუშვებელია შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნისათვის დასაქმებულები თავისუფლდებოდნენ სამუშაო ადგილიდან"
თარიღი : 18-01-2016, 00:31 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

"ახალი პოლიტიკური ცენტრი"-ს ქუთაისი ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ქალაქის რამდენიმე საბავშვო ბაღიდან გამგეების გათავისუფლების თემას ეხმიანება. ცამციშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას #15 საბავშვო ბაღის ხელმძღვანელზე ამახვილებს, რომელიც ფეხმძიმედ იმყოფება.
"მე-15 ბაღის ხელმძღვანელის გათავისუფლებას, რომელიც ბიულეტენზე იმყოფებოდა, ერთმნიშვნელოვნად არის კანონის დარღვევა. შრომის კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. აქვე მნიშვნელოვანია იმავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს ორსულობაში მყოფ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა, რომელთა დასაბუთება ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება. ასევე, დაუშვებელია შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნისათვის დასაქმებულები თავისუფლდებოდნენ სამუშაო ადგილიდან, მით უმეტეს თუ მათ მიერ მოთხოვნის გაჟღერება განხორციელდა იმ პირობებში, რომ ხელი არ შეშლია სამუშაო პროცესს და არ დაზიანებულა არც ერთი აღსაზრდელის ინტერესი. შრომის კოდექსი ასევე აწესებს, რომ გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, გარდა უკანონო გაფიცვის შემთხვევისა, რასაც თავის მხრივ ადგენს სასამართლო, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია დამსაქმებლის პოზიცია. ეს არის სამაგალითო დასჯა ფილიალების ხელმძღვანელებისა, რათა სხვა ფილიალების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ ყველანაირი პროტესტის ჩახშობა მათდამი დაქვემდებარებულ ბაღებში. იმ ფონზე, როდესაც ბაღებში არის უამრავი პრობლემა, ეს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება არის პრობლემების ჩიხში შეყვანა," - აცხადებს თემურ ცამციშვილი.
ცნობისთვის, ქუთაისის რამდენიმე საბავშვო ბაღიდან გამგეების გათავისუფლების მიზეზად მათ მიერ ერთდღიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობა დასახელდა. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.