ქუთაისში საბავშვო ბაღის ფეხმძიმე დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს
თარიღი : 17-01-2016, 17:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში 1, 13, 15, 17 ბაღების დირექტორები სამსახურიდან დაითხოვეს.
ცნობილი გახდა, რომ გათავისუფლებული ერთ-ერთი დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ამის შესახებ ინფორმაციას დავით ბახტაძე ავრცელებს.
“ქუთაისში ფეხმძიმე ბაღის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს 12 იანვარს სამსახურიდან გაათავისუფლეს ქუთაისის #15 ბაღის დირექტორი ნანა კაკურია, რომელიც რვა თვის ფეხმძიმე გახლდათ. ეს გადაწყვეტილება მიიღო ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნანა ლორთქიფანიძემ, რომელიც თავისივე განცხადებით ქალაქის მერის შოთა მურღულიას გარეშე გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ამ ფაქტის შემდეგ ნერვული დაძაბულობის გამო ნანა კაკურიას მუცლადმყოფ ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და ის თბილისში იქნა გადაყვანილი. ნანა კაკურიას მეგობრები აცხადებენ, რომ მორალურადაც და მატერიალურადაც მის გვერდით დგანან და უფალს შესთხოვენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობას არაფერი დაემუქროს,”- ამბობს დავით ბახტაძე.
ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება უჭირთ.
editori.ge