Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქართული ოცნები"-ს ყოფილ დეპუტატებს ივანიშვილმა სხვადასხვა უწყებაში დასაქმებას დაჰპირდა

თარიღი : 17-01-2016, 16:32 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად განუცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებისას, საპარლამენტო სიაში ყველანი არ იქნებიან, მაგრამ გუნდიდან არცერთი მათგანი არ გაირიყება, - ამის თაობაზე "ინტერპრესნიუსს" ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა დეპუტატმა განუცხადა, რომელიც გუშინ, საგურამოში, გურამიშვილების მარანში, "ქართული ოცნების" წევრების საახალწლო კორპორატიული შეკრების მონაწილე იყო.

მისი თქმით, ეს იყო ის ერთადერთი პოლიტიკური განცხადება, რომელიც გუშინდელ შეხვედრაზე გაკეთდა. "ბიძინა ივანიშვილმა სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა, რომ ყველანი მომავალ პარლამენტში წარმოდგენილი ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე გუნდიდან გაირიყება. საუბარია იმაზე, რომ ის დეპუტატები, რომლებიც საპარლამენტო სიაში ვერ შევლენ, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურაში დასაქმდებიან", - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი.

დეპუტატები შეხვედრაზე მეუღლეებთან ერთად მივიდნენ. სუფრას პარლამენტის წევრი თემურ ჭკუასელი თამადობდა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებთან ერთად ძველით ახალი წელი აღნიშნეს. გურამიშვილების მარანში იმყოფებოდნენ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ახალი წლის შეხვედრაში ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გარდა, უმრავლესობის არცერთი სხვა ფრაქციის წევრი არ ესწრებოდა, მათ შორის არც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.


ნანახია: 1907-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს' წევრის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრებმა, რომლებიც
'ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ'
„მე ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი, თუმცა თუ „ქართული ოცნება“ ჩათვლის საჭიროდ, რომ მე უნდა ვიყო მათი ფრაქციის წევრი, მე მათ მხარს
„ნაციონალმა“ დავით გოგისვანიძემ განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის და „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე კოალიცია ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

ამინდი