Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ოჯახის შექმნის შემდეგ, ქმარი ჩემზე ძალადობდა და ნარკოტიკებს იღებდა"

თარიღი : 16-01-2016, 16:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ყოველდღიურად საქართველოში 12 არასრულწლოვანი გოგონა ქორწინდება და 4 ბავშვი დედა ხდება.

19 წლის თამუნა ერთ-ერთი მათგანია. იგი ხუთი წლის წინ, 14 წლის ასაკში დაქორწინდა. თამუნას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მამიდამ უბიძგა.

“მამიდაჩემს სურდა მას გავყოლოდი ცოლად, თან დედის გარეშე ვიზრდებოდი, ის სამუშაოდ იყო წასული საზღვარგარეთ. ბავშვობიდან ძალადობას განვიცდიდი, სხვა ბავშვებივით თამაში და სწავლა არ შემეძლო. სახლის საქმეები უნდა გამეკეთებინა და თუ ასე არ მოვიქცეოდი, მცემდნენ. ყოველივე ამანაც იქონია ზეგავლენა. ჩემი ყოფილი ქმარი არ მიყვარდა, მაგრამ მამიდაჩემმა ისე დამიხასიათა, რომ მისმა სიტყვებმა იმ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა, რასაც ოჯახის შექმნა ჰქვია,” -ამბობს თამუნა.

ოჯახის შექმნის შემდეგ უკვე ქმარი ძალადობდა მასზე, ხშირად სვამდა და ნარკოტიკებსაც იღებდა. თამუნას კი ფიზიკურად უსწორდებოდა. ოთხი თვის ორსულმა გამბედაობა მოიკრიბა და ქმრის ოჯახი დატოვა. გოგონა მამამ არ მიიღო ოჯახში, მაგრამ ნათლიამ შეიფარა. თამუნას დედა სხვებისგან მალულად ეხმარებოდა.

“მამამ და ძმამ მითხრეს, რომ ბავშვი გამეშვილებინა და ოჯახში მიმიღებდნენ, რაზეც არ დავთანმხდი. მე და დედაჩემმა ბინა ვიქირავეთ. ერთად ვცხოვრობდით. მშობიარობის თანხა მან გადაიხადა.16 წლის უკვე დედა ვიყავი. მაგრამ როდესაც 18 წელი შემისრულდა, დედამ მომთხოვა თვითონ მერჩინა თავი. მისი ეს გადაწყვეტილება მამაჩემისა და მისი ნათესავების ზეგავლენით იყო განპირობებული,” – ამბობს თამუნა.

ისევ ნათლიის დახმარებით თამუნა ქუთაისში, ბავშვთა სოფელში ჩაირიცხა, სადაც საჭმელით, ტანსაცმლით, პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფდნენ. პარალელურად ტრენინგებს უტარებდნენ მისთვის საჭირო და საინტერესო თემებზე, ასწავლიდნენ საჭმელის მომზადებას, ნამცხვრის გამოცხობას. ერთი წლის შემდეგ თამუნამ ბავშვთა სოფელი დატოვა. დღეს ის მეგობართან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. შვილს და საკუთარ თავს ფიზიკური შრომით ირჩენს.

“ახლა უკვე არავინ მეხმარება. მირჩევნია ჩემით ვაკეთო ყველაფერი დამოუკიდებლად. ქირის გადახდა მიჭირს, სოციალურ დახმარებაზე ვარ დამოკიდებული. ასევე ვალაგებ სახლებს და დღეში 20-25 ლარი შესაძლოა გამოვიმუშავო. ესაა ჩემი ძირითადი შემოსავალი.”

მას ჰორმონალური დარღვევები და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს. თუმცა უსახსრობის გამო ვერც ექიმთან მიდის და ვერც წამლებს ყიდულობს. ადრეულ ასაკში შვილის გაჩენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ჩვენ მეან-გენეკოლოგს ლორიტა მიქავას ვესაუბრეთ.

“შვილის გაჩენის იდეალური ასაკი 18 დან 25 წლამდეა. 14 წლის ასაკში გოგონას გათხოვება ძალადობაა მასზე. ადრეულ ასაკში ფეხმძიმობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ჰორმონალური დარღვევები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ენდოკრინოლოგიური სისტემის არევა, ფსიქოლოგიური ტრამვა. ადრეულ ასაკში ფეხმმძიმობის დროს იზრდება თვითაბორტების საფრთხეც. ასაკით პატარა გოგონები არ არიან მზად დედობისთვის, რის გამოც მათ ეწყებათ დეპრესია და უწევთ სტრესში ცხოვრება,”-ამბობს გინეკოლოგი.

19 წლის თამუნა ამბობს, რომ “ადრე არ უნდა გათხოვდე, არ უნდა იჩქარო.” იგი იხსენებს, რომ ასაკიდან გამომდინარე ბავრმა შესთავაზა ბავშვის გაშვილება, თუმცა ყველამ კატეგორიული უარი მიიღო.

“ბავშვთა სოფელში ერთმა გოგონამ გააშვილა ბავშვი და მის მაგივრად მე გამიჭირდა. როდესაც ცხოვრებაში მარტო დავრჩი ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ის იყო, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაბადებულიყო,” – ამბობს თამუნა.

ოჯახმა, მშობლებმა, ახლობლებმა ზურგი აქციეს, ყოფილი ქმარი საკუთარ შვილს საერთოდ არ ეძებს და ნანახიც არ ჰყავს. თამუნა ამბობს, რომ ცხოვრებაში უკვე ბევრს გაუძლო და გადაიტანა, თუმცა ხვალინდელ დღეს იმედის თვალით უყურებს და სამომავლო გეგმებს სახავს.

“როცა გიორგი ცოტათი წამოიზრდება, მინდა საზღვარგარეთ წავიდე სამუშაოდ. ბავშვი ჩემს გვარზეა და მასაც თან წავიყვან. მინდა საკუთარი სახლი მქონდეს და ამ ქვეყნად ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩემს შვილს კარგი მომავალი ჰქონდეს, კარგი განათლება მიიღოს. ახლა მისთვის ვცოცხლობ,”-ამბობს თამუნა.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 1713-ჯერ

მსგავსი სიახლეები
7 წლის გოგონას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. გოგონა ვერც საუბარს ახერხებს.
როგორც ირკვევა, ყველაფერი იმ დროს დაიწყო, როდესაც 3 წლის ასაკში ის და მისი ძმა დედამ მიატოვა. ამის შემდეგ ისინი პანსიონატში
ქალბატონი ვანის მკვიდრია. მეუღლლე, სასულიერო პირია და ვანის საკათედრო ტაძარში მსახურობს. 42 წლის ასაკში ათი შვილის დედაა.
აცხადებს, რომ ქმრის მხრიდან მისი დამცირება, შეურაცხყოფა და უხეში მოპყრობა ყოველდიურობას წარმოადგენდა.

ამინდი