"ქუჩის მუსიკოსებმა" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კონცერტი გამართეს
თარიღი : 15-01-2016, 19:02 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

ქუთაისის მელიტონ ბავანჩილაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გია ბაღაშვილმა და ჯგუფმა "ქუჩის მუსიკოსებმა" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კონცერტი გამართეს. ღონისძიება "იმედის გმირ"-ს, ასოციაცია "მოწყალები"-ს ხელმძღვანელს გულიზა ჯავახაძეს მიეძღვნა. ის უკვე წლებია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საკუთარი სახსრებით ეხმარება. გულიზა ჯავახაძემ "იმედის გმირი 2016"-ის დაჯილდოების ცერემონიაზე მესამე ადგილი და ხალხის სიყვარული მოიპოვა. "იმედის გმირები"-ს დაჯილდოებაზე გულიზა ჯავახაძე გია ბაღაშვილმა წარადგინა და ქუთაისში მისი ბენეფიციარებისთვის ერთი დღის გალამაზების იდეა აქედან გაჩნდა.
"მიხარია, რომ დანაპირების განხორციელება შევძელით. კონცერტმა ძალიან თბილად და ემოციურად ჩაიარა. დიდი ემოციებით ვართ აღსავსე და ქველმოქმედების მადლი სწორედ ის არის, რომ თავად შენ იცვლები უკეთესობისკენ. დღევანდელმა შეხვედრამ კი კიდევ ერთხელ მაჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რომ სიყვარულს ძალიან დიდი ძალა აქვს და სწორედ მან გაგვაერთიანა დღეს,"- ამბობს გია ბაღაშვილი.
ჩამოსულმა სტუმრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 ბენეფიციარს საახალწლო ნობათიც გადასცეს.
"მიხარია, რომ ჩემი შრომა დაფასდა. 16 წელია ვუვლი ამ ადამიანებს და აქედან გამომდინარე აღმოვჩნდი "იმედის გმირებში". 27 დეკემბერს, დაჯილდოვებაზე ყველასთვის საყვარელმა გია ბაღაშვილმა გამოთქვა სურვილი, უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონოდა ორგანიზაციასთან, დაახლოებოდა ჩვენს ბენეფიციარებს და უფასო საახალწლო კონცერტი ჩაეტარებინა მათთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ისინი ჩვენს გვერდით არიან,"-ამბობს ლუიზა ჯავახაძე.
თამუნა სხულუხია