Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჯანდაცვის მინისტრი: სიტყვას ვიძლევი, რომ ვანის მოსახლეობას არ დავტოვებთ სამედიცო მომსახურების გარეშე

თარიღი : 15-01-2016, 17:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკო სადაზღვეო კომპანია "ჯი პი აი"-ს "არასერიოზული და უპასუხისმგებლო" დამოკიდებულებით გაოცებულია.

დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან საუბარში ვანის საავადმყოფოსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია იმაზე, რომ "ჯი პი აი"-მ ვერ შეასრულა ვალდებულება. სერგეენკოს განცხადებით, ვანის საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა მართლაც სავალალო მდგომარეობაშია.

"ჩვენ რაც მოვახერხეთ, ჩავატარეთ მინიმალური კოსმეტიკური რემონტი იმის გამო, რომ ის შენობა იპოთეკით არის დატვირთული და საკმაოდ რთული ქონებრივი დავებია. ჩვენ წელიწადნახევარი დავუთმეთ იმას, რომ სადაზღვევო კომპანიებთან, მათ შორის "ჯიპიაისთან" სამართლიანი და პარტნიორული ურთიერთობა გაგვემყარებინა კონკრეტული ნაბიჯებით. ეს ნაბიჯები გადადგმულია და შესრულებულია ჩვენი მხრიდან. ჩემთვის მართლაც გასაოცარი იყო ასეთი არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება "ჯიპიაისგან", რომლის მინიმალური ვალდებულება იყო ამ პროექტის დასრულება. მათ უბრალოდ შემოგვითვალეს, რომ გადაიფიქრეს ამის გაკეთება. სიტყვას ვიძლევი, რომ ვანის მოსახლეობას არ დავტოვებთ სამედიცო მომსახურების გარეშე და ამას წელსვე აუცილებლად მოვაგვარებთ. იმედი მაქვს, რომ "ჯიპიაის" მენეჯმენტს ოდნავ საღი აზრი მაინც აქვს შერჩენილი, საკუთარ თავს, საკუთარ ბიზნესს არ შეუქმნიან საფრთხეს ნდობის და რეპუტაციის კუთხით და საკუთარი ხელით არ გაუთხრიან სამარეს", -განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, სამინისტრო ყველა პროექტის მონიტორინგს ახორციელებს და ვანში "თითი თითზე არ არის დადებული იმ პროექტზე, რაც აპრილის ბოლოს უნდა ჩაბარდეს სახელმწიფოს სალიცენზიო პირობების შესაბამისად". "მათი მხრიდან ეს საქციელი ცალსახად არის უპასუხისმგებლო, დაუფიქრებელი და არაპარტნიორული," -განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება სანქციებს, მინისტრის განმარტებით, თუ პირველ მაისამდე არ მოხდა ინფრასტრუქტურის ჩაბარება, რომელიც შეესაბამება სანებართვო პირობებს, "ჩაერთვება ფინანსური სანქციების მზარდი კასკადი" და საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგება კომპანიას, ვიდრე მიადგებოდათ ამ პროექტის განხორცილებაში. "რაც მთავარია, დავკარგავთ სანდრო პარტნიორს არა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ ვფიქრობ, მთელი ქვეყანა," -განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრი: სიტყვას ვიძლევი, რომ ვანის მოსახლეობას არ დავტოვებთ სამედიცო მომსახურების გარეშე


ნანახია: 2348-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან და
"არსებულ ვითარებაში კი პროგრამით შეძლებულები უფრო სარგებლობენ, ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს კი წამლის შეძენაც კი არ შეუძლიათ".
ამის შესახებ ფრაქცია 'ევროპული საქართველოს' წევრმა მამუკა ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამის შესახებ დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციიის ხელმძღვანელის, ირაკლი მარგველაშვილის

ამინდი