Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"არა გაზპრომს",- აქცია ქუთაისში

თარიღი : 15-01-2016, 16:50 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"არა გაზპრომს," - აღნიშნული სახელწოდებით ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

"დღევანდელი ჩვენი აქციით გვინდა ვთქვათ, რომ რუსეთი არის არასაიმედო პარტნიორი საქართველოსთვის და ეს წლებისა და გამოცდილების შედეგად ჩანს. საქართველოს ხელისუფლება უგუნურ პოლიტიკას ეწევა იმ კუთხით, რომ შემოყავს გაზპრომი, როგორც კრემლის ერთ-ერთი მსხვილი პოლიტიკური იარაღი საქართველოში. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამას და გვინდა ამ აქციებით ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ასეთი ქმედება არასწორია,"- ამბობს "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სტიკერები დაურიგეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათი მოსაზრებებითაც დაინტერესდნენ. "ევროპა ჩვენი სახლია"-სს თავჯდომარის თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი "გაზპრომ"-თან დაკავშირებით მათ მსგავსად ფიქრობს.

ორგანიზაცია "გაზპრომი"-ს წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას ხვალ თბილისში შეუერთდება.


ნანახია: 2310-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირების საკითხთან დაკავშირებით ქალაქსა და ქვეყანაში მოქმედი
ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული მშენებლობა გარკვეული პოლიტიკური პირების ინტერესებში შედის.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი შეკრების მთავარი მიზანი იმ გმირების გახსენებაა, რომლებიც 25 თებერვალს, რუსეთის მიერ საქართველოს
არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლია' ქუთაისის მერიას 'სახელმწიფო შესყიდვების შესახებ' კანონის დარღვევასა და ბიზნესის
,,ევროპა ჩვენი სახლია’’ მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას თავი დაანებოს კონსტიტუციის დარღვევას და პარლამენტმა სრულად ქუთაისში
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერიას აკრიტიკებს.

ამინდი