Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი, რომლის პროფესია ქუთაისის სიყვარულია

თარიღი : 15-01-2016, 16:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ა(ა)იპ ,,სპეციალური სერვისები'' აგრძელებს რუბრიკას სახელწოდებით- "პროფესია ახლო ხედით''. ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია ქალბატონი ნატრული ნადარაია, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია. ნატრული ნადარაია ქალაქ სოხუმის მკვიდრია. როგორც ამბობს, რთული და ხიფათით სავსე ცხოვრება განვლო. შესაბამისად, ცრემლებით სავსე თვალებით გვიყვება მის მიერ განვლილ იმ გზას, რომელიც აფხაზეთს და დევნილობის წლებს უკავშირდება. სოხუმის დაცემის შემდეგ ქალბატონმა ნატრულიმ ოჯახის წევრებთან ერთად, მალე დაბრუნების იმედით დატოვა სოხუმი და ჭუბერის ურთულესი გზით ფეხით, სხვა დევნილებთან ერთად სამშვიდობო გზაზე გადმოვიდა. ბოლო ხუთი წელი ის ქუთაისში ცხოვრობს და მუშაობს. "სპეციალური სერვისები"-ს სხვა მეეზოვეებთან ერთად, ქალაქის ცენტრალური ნაწილის სისუფთავესა და სილამაზეზე ზრუნავს.

რუბრიკა "პროფესია ახლო ხედი" იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ააიპ “სპეციალური სერვისები“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთობლივი პროექტია. რუბრიკის მიზანია, საზოგადოებამ ახლოს გაიცნოს ადამიანები, რომელთა პროფესიაც ქალაქის სიყვარულია.


ნანახია: 2353-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უხუცესი მეეზოვე უკვე 25 წელია ქუთაისის სისუფთავეს მუხლჩაუხრელად ემსახურება.
ქალბატონი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პროფესია, რომელსაც ის ემსახურება, მისთვის საამაყოა და ამასთანავე შემოსავლის ერთადერთი
"პროფესია ახლო ხედით",- ქუთაისის ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე.
ა(ა)იპ 'სპეციალური სერვისები' ქუთაისის მოსახლეობას ქალაქის დღესასწაულს, 'გვირილობას' ულოცავს.
რუბრიკის მიზანია ქუთაისის მოსახლეობამ უკეთ გაიცნოს ქალაქის მერობის კანდიდატები, მათი ხედვები ქალაქის მომავალთან , ქუთაისის

ამინდი