Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თამარ სანიკიძე -ერაყელ სტუდენტებს აქვთ ყველანაირი უფლება, რომ სასამართლოს მიმართონ

თარიღი : 15-01-2016, 16:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ერაყელ სტუდენტებს რიგითი ბინადრობის მოწმობის აღების დროს გარკვეული ხარვეზები დაუფიქსირდათ, რომლებიც საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარეობს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ რამდენიმე ერაყელი სტუდენტისთვის ბინადრობის უფლების შეჩერების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც თამარ სანიკიძემ აღნიშნა, ერაყელ სტუდენტებს აქვთ ყველანაირი უფლება, რომ სასამართლოს მიმართონ.

"რაც შეეხება ერაყელ სტუდენტებს, ისინი უკვე სამი წელია სტუდენტები არიან და შესაბამისად, ცხოვრობდნენ საქართველოში, მაგრამ რიგითი ბინადრობის მოწმობის აღების დროს გარკვეული ხარვეზები დაუფიქსირდათ, რომლებიც აბსოლუტურად საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარეობს. ასევე მათ გასავლელი ჰქონდათ დადგენილი პროცედურებით ის უსაფრთხოების ნორმები, რომელიც ასევე კანონით არის დადგენილი. შესაბამისად, მათ ამ ეტაპზე ვერ მიიღეს ბინადრობის მოწმობა. რაც შეეხება მათ შემდეგ ქმედებას, რა შეუძლიათ რომ გააკეთონ, ასევე კანონით დარეგულირებულია ის პროცედურები, რაც მათ სასამართლოს გზით უნდა გაიარონ. შესაბამისად, მათ აქვთ ყველანაირი უფლება, რომ მიმართონ სასამართლოს, თუკი რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა შეუძლიათ იმისთვის, რომ ბინადრობის მოწმობა მიიღონ, ამის საშუალებაც ექნებათ", - განაცხადა სანიკიძემ.

მინისტრის თქმით, მათ, როგორც სტუდენტებს, შეუძლიათ, რომ გარკვეული პერიოდი სტატუსი შეიჩერონ, ვიდრე პრობლემები გადაწყდება. რაც შეეხება საფრთხეებს, თუ რატომ არ მოხდა მათთვის ბინადრობის უფლების გაგრძელება, თამარ სანიკიძის თქმით, საფრთხეებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს დეტალური ინფორმაცია არ მიეწოდება.

"სამწუხაროდ, ჩვენ საფრთხეებთან დაკავშირებით ინფორმაცია დეტალურად არ მოგვეწოდება იმიტომ, რომ ამისი ვალდებულება არ არსებობს იმ უწყებიდან, რომელიც ამ საკითხებს განსაზღვრავს. მე აგიხსენით სრული სურათი, რა შეიძლება გაკეთდეს. პირველივე დღეებიდან ვადევნებთ თვალყურს, რომ ყველა სტუდენტის უფლება იყოს დაცული, თუმცა ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩოდან ნამდვილად არ უნდა გამოვიდეთ", - განაცხადა სანიკიძემ. რამდენიმე დღის წინ ერაყელმა სტუდენტებმა ქუთაისში აქცია გამართეს. მათ ბინადრობის უფლების შეჩერება გააპროტესტეს.


ნანახია: 2163-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ეროვნული ფორუმის' ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ სანიკიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ
სემინარი თემაზე "ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში" არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ჩაატარა.
სანიკიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, პარტიის დატოვების მიუხედავად პოლიტიკაში რჩება.

ამინდი