ტყიბულში სიმამრმა სიძე მოკლა
თარიღი : 15-01-2016, 14:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში სიმამრმა სიძე მოკლა.
გარდაცვლილი 35 წლის, მკვლელობაში ბრალდებული კი 53 წლის მამაკაცია.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაღუპულს მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მკვლელობა,სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა.
"მოკლული რამდეჯერმე იყო ნასამართლევი. ცოლთან სულ პრობლემები ჰქონდა – ხან ჩხუბობდნენ, ხან რიგდებოდნენ. ერთი თვის წინაც დასცილდნენ. გარდაცვლილი დროდადრო მიდიოდა ყოფილი მეუღლის სახლში, აყენებდა მას და მისი ოჯახის წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. დღეს დილითაც დანით მივიდა მათ ოჯახში, ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მსუბუქად დაჭრა ოჯახის კიდევ ერთი სიძე. ამაში ჩაერია მისი სიმამრი და სიძე თავისივე დანით დაჭრა. ის სახლიდან რამდენიმე მეტრში გარდაიცვალა," - ყვებიან თვითმხილველები.