გიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტი, როგორც კი გავხდები კრიმინალ გუბერნატორებს მოვხსნი
თარიღი : 13-10-2013, 13:28 | კატეგორია: ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის შემთხვევაში გუბერნატორების მოხსნას გეგმავს. როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა ქუთაისში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, პრეზიდენტის რწმუნებულები კრიმინალები არიან და მათ თავიანთი კუთხებისთვის არაფერი გაუკეთებიათ.
"როგორც კი პრეზიდენტი გავხდები, მოვხსნი კრიმინალ გუბერნატორებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ხალხს ძარცვავდნენ და მათთვის დადებითი არაფერი გაუკეთებიათ. როგორც კი ჩემი პრეზიდენტად არჩევა და ინაუგურაცია მოხდება, მეორე დღესვე შეიცვლებიან ხალხის გამომძალველები და მათ ადგილს ის ადამიანები დაიკავებენ, რომელთაც რეალურად სურთ, საქმე აკეთონ", - განაცხადა მარგველაშვილმა.