"ხალხს დაღამების ეშინათ, საცხოვრებელი სახლი თავზე რომ არ დაენგრეთ, მერიაში კი ნახევარი მილიონი ლარის პრემიები გაიცა"
თარიღი : 15-01-2016, 12:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

პარტია „თავისუფალი საქრთველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ, ქუთაისის მერიაში, გასულ წელს გაცემული პრემიები და დანამატები გაასაჯაროვა.
მისი თქმით, საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქალაქის მერიაში გასულ წელს ნახევარი მილიონი ლარის პრემია გაიცა.
გოგი წულაიამ დღევანდელი ბრიფინგი გუგუნავას ქუჩა #12-ში, ამორტიზირებულ კორპუსთან გამართა, სადაც 20-მდე ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და შველას ითხოვს.
წულაიას თქმით, ასეთ პირობებში, ქალაქში 100-ზე ოჯახი ცხოვრობს, ქუთაისის მერია კი კოლოსალურ თანხებს პრემიებში ხარჯავს.
„ის, რასაც ქალაქის მერია აკეთებდა, არის უზენობა და მეტი არაფერი. ხალხს დაღამების ეშინათ, საცხოვრებელი სახლი თავზე რომ არ დაენგრეთ. ესენი კიდევ კოლოსალურ თანხებს პრემიებში ხარჯავენ,“ - განაცხადა წულაიამ.
ქუთაისის მერიაში ამ თემაზე საპასუხო კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.