პრემიები, ჯილდოები და სცენაზე გაცოცხლებული ისტორია-ქართული თეატრის დღე ჭიათურაში
თარიღი : 15-01-2016, 11:46 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართული თეატრისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იმერეთისგ უბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე,ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ჭიათურის თეატრის დასმა წარმოადგინა დადგმა, რომელმაც თეატრის ისტორია ასახა. აჩვენეს 2015 წლის ქართული თეატრის საერთაშორისო თუ ადგილობრივი წარმატებების მიმოხილვა და პრეზენტაცია. ასევე, ჭიათურის თეატრის ფოიეში 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იქნა ფოტოები, კოსტიუმები და სხვადასხვა მუზეუმში დაცული საარქივო მასალა.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გაიცა 18 პრემია, მათ შორის სახელობითი პრემიები და ყოველწლიური ჯილდოები წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის, მსახიობებისთვის და რეჟისურისთვის.
ღონისძიების დასასრულს, თეატრის ტერიტორიაზე ჭიათურის თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობის როდენ ჩაჩანიძის ვარსკვლავი გაიხსნა.