Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მეუფე კალისტრატე:წლის ბოლოს უნდა გავაკეთოთ ანგარიში რამდენად დავუახლოვდით ღმერთს

თარიღი : 14-01-2016, 17:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
14 იანვარს საქართველო და მსოფლიოს რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესია, ნამდვილ ახალ წელს აღნიშნავს.ეკლესია ამ დღეს იესო ქრისტეს წინდაცვეთას და დიდი წმინდანის ბასილი დიდის ხსენების დღესაც აღნიშნავს, რომლის სახელსაც ჩიჩილაკის ისტორია უკავშირდება. ბაგრატის საკათედრო ტაძარში მეუფე კალისტრატემ დღეს წირვა აღავლინა და საახალწლო პარაკლისი გადაიხადა. მიტროპოლიტმა ქადაგებისას მორწმუნე ადამიანის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, მორწმუნე ადამიანი ანგარიშს აკეთებს ყველაფერში, ყველა სფეროში. მან ადამიანებს სინანულისკენ შენდობისა და ურთიეთპატიებისკენ მოუწოდა. მღდელთმთავარმა ნამდვილი ახალი წლის შესახებაც ისაუბრა, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია მისდევს და აღნიშნავს. მისი თქმით, ეს ის დღეა, რომელიც დავიწყებას არასდროს მიეცემა და მისი აღნიშვნა კაცობრიობის გაჩენის დღიდან მოდის. მეუფე კალისტრატემ წმინდა ნიკოლოზსა და წმინდა გიორგის სპეციალური ლოცვით მიმართა, წირვის დასრულების შემდეგ კი მრევლს სახაალწლოდ ტკბილეული დაურიგა.

"ჩვენ წლის ბოლოს უნდა გავაკეთოთ ანგარიში რამდენად დავუახლოვდით ღმერთს, რამდენად მაღლა ვდგავართ სულიერად, რამდენად შევიყვარეთ უფალი და მოყვასი–ეს ანალიზი უნდა გააკეთოს სასულიერო და საერო პირებმა.დრო იმდენად დიდი საიდუმლოებაა, ჩვენ, ადამიანის გონება ვერ ავხსნით მას. ახალ წელს კი ამ საიდუმლოებაში მინდა შევთხოვო ყოვლადწმინდა სამებას, უფალს იესო ქრისტეს, რომელმაც დღევანდელ დღეს წინდაიცვეთა. გულით ლოცვა უდიდესია ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია გონების დამორჩილება, სხვა იარაღი არ არსებობს. დღეს დაბნეულია კაცობრიობა. გონს უნდა მოვეგოთ უნდა ვიცოდეთ, რომ ნამდვილი ახალი წელი დღეს დგება და არა ახალი სტილით 1 იანვარს. ზოგს ჰგონია რომ დადგა ახალი წელი ,ისე გადააგვარეს ადამიანი. ნამდვილი ახალი წელი დღეს დგება.დალოცვილი იყავით, გახარებული,"-განაცხადა მეუფე კალისტრატემ.

გიორგი აბაზაძე


ნანახია: 2108-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წირვა ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აღავლინა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ტაძრის გახსნას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტაძარი
უწმინდესმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა, შემდეგ
როგორც მან ბაგრატის ტაძარში შეკრებილ მრევლს განუცხადა, ულვაში მამაკაცის სინდისის და ნამუსის მთავრი პირობაა.

ამინდი