Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის სურვილი აქვს ქალაქის მერს შოთა მურღულიასაც"

თარიღი : 14-01-2016, 15:08 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის სულხან ქობულაძის ინფორმაციით, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსისათვის ქუთაისის მერი შოთა მურღულია იბძროლებს.
ქობულაძის თქმით, დაუშვებელია პარლამენტში ქუთაისს წარმოადგენდეს პირი, რომელმაც ქალაქი ინფრასტრუქტურულ კრახამდე მიიყვანა.

სულხან ქობულაძის მიერ სოციალურ ქსელ facebook-ში გამოქვეყნებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ.


"დემოკრატია ეს არის ხალხის მმართველობა. საქართველოში ეს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვებია.წელს საპარლამენტო არჩევნებია. ქუთაისში ახალი კანონით სამი მაჟორიტარი გვეყოლება. ერთი ისე იყო ქუთაისლებზე ფიქრით დატვირთული ვერ აუდიოდა საქმეს. გამოჩდნენ ადამიანები რომლებიც ღიად აფიქსირებენ სურვილს გახდნენ მაჟორიტარი. მათ შორისაა მოქმედი დეპუტატი უმრავლესობიდან. არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ არ ახმოვანებენ, თუმცა კულუარებში მუშაობენ ხელისუფლებასთან ამ საკითხზე. მაჟორიტარობის სურვილი აქვს ქუთაისის მერს შოთა მურღულიასაც .დამეთანხმებიან ქუთაისელები, რომ ასე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით ქალაქი არასდროს შეხვედრია ახალ წელს, მით უფრო ინფრასტრუქტურაში წელს თანხები იმდენად ბევრი იყო გამოყოფილი, როგორც არასდროს. მერს, რომელმაც ორი წლის განმავლობაში (ერთი წელი მერის მოვალეობის შემსრულებელი,მეორე წელი კი არჩეული მერის სტატუსით) ვერ მოაგვარა ვერც ერთი აქტუალური პრობლემა, პრეტენზია აქვს იყოს ქუთაისელების რჩეული უმაღლეს საკანომდებლო ორგანოში.ნათქვამია "ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ დარბოდაო."რისი იმედი აქვს შოთა მურღულიას? ხალხის მხარდაჭერის? იმ ხალხისა ,რომელიც მურღულიამ გადააგდო? თუ მარტო იმ ხალხის იმედზეა, რომლებიც მან დაასაქმა მერიის სხვადასხვა თანამდებობებზე მეგობრობის ნიშნით? ქუთაისელებო, ხომ არ დადგა დრო დავფიქრდეთ, გავიაზროთ რომ ჩვენი ქალაქის, ჩვენი შვილების მომავალი ჩვენს ხელშია? თუ კვლავ ისევ ვუყუროთ, თუ როგორ ყვლეფენ სხვადასხვა მანტიით შემოსილი ჩინოვნიკები დაქცეულ, უპერსპექტივო ქალაქს?ხომ არ დადგა ერთად დგომით ვუთხრათ ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფალთ,რომ ჩვენ გვინდა ნორმალურ ქალაქში ცხოვრება,ქალაქში რომელსაც თავისი ღირსეული ადგილი ექნება საქართველოში? ქუთაის,იმერეთს აქვს შანსი განვითარების.განა ჩვენმა პასიურობამ არ მიგვიყვანა იქამდე ,რომ ქუთაისი დღეს ქალაქის ტიპის დასახლებათ იქცა,?"- განაცხადა "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელმა სულხან ქობულაძემ.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სულხან ქობულაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.


ნანახია: 1973-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის სულხან ქობულაძის თქმით , მამუკა მღვდელაძეს ქალაქის საკრებულოში
მერი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებას პასუხობს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ თევდორაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მოითხოვენ საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ
ჭიჭინაძის თქმით, იმის გამო, რომ ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა, აღნიშნულზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს.
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილ მდგომარეობაში „პატრიოტების“ იმერეთის
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილ მდგომარეობაში „პატრიოტების“ იმერეთის

ამინდი