Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბიძინა ივანიშვილი ქუთაისელებს: სანამ ჯანი მექნება ხალხის სამსახურში ვიქნები

თარიღი : 13-10-2013, 13:14 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
„თუ დაპირებული ვარ, არ ახსოვს კაცს ჩემგან გატეხილი სიტყვა. სანამ კიდევ ჯანი მექნება, 20 წლის განმავლობაში ხალხის სამსახურში ვიქნები, სანამ აყვავებულ ქვეყანას არ ჩაგაბარებთ,“ - ეს განცხადება ქვეყნის პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, ქუთაისში, გიორგი მარგველაშვილის წარდგენისას გააკეთა.
ივანიშვილმა ქუთაისელებს ერთი წლის განმავლობაში კოალიციის მიღწევები გააცნო და ქუთაისელებს გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
„გიორგისათვის გამოცხადებული ნდობა ჩემთვის გამოცხადებული ნდობაც იქნება და მაინტერესებს, რადენად მენდობით. თქვენ ღირსეული პრეზიდენტობის კანდიდატი გყავთ,“ - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერმა ქუთაისის მოსახლეობას ერთი წლის წინ გამოცხადებული ნდობისათვის მადლობა გადაუხადა და მიღწევებზე ისაუბრა.
„ჩვენ ემოციის სანაცვლოდ მოვახერხეთ გონების დამუშავება და ჩვენს მოძალადე თანამოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ არსებობა. საჩხერეში ჩემი სახელის ხსენებისათვის ახალგაზრდები სცემეს პოლიციელებმა. მოძალადე პოლიციის ნაცვლად ჩვენ ევროპული ტიპის პოლიცია მივიღეთ. ერთი წლის განამვლობაში ბევრი გაკეთდა სოფლის მეურნეობაში. შეუძლებელი შევძელით. საოცრებები მოვახდინეთ ჯანდაცვაში. დღეს რთულ ოპერაციაზე სახლ-კარის გაყიდვა აღარ სჭირდება ადამიანს. ყველაზე მეტი დაფინანსება ბიუჯეტში ჯანდაცვის მიმართულებით არის და ეს გაგრძელდება მომავალშიც. განათლებაში არანაკლები გაკეთდა. განათლების მინისტრი გახდა თქვენი პრეზიდენტი. მან საოცრებები მოახდინა განათლებსი. ის წესრიგში მოპიყვანს მთელ ქვეყანას.ასეთი კაცი გეყოლებათ და არავინ იტრაბახებს გაკეთებულით და არც გაკეთებულს დაგამდლით ვინმე. ეს არ არის სავარძლისათვის გამწესებული კაცი. თუ დაპირებული ვარ, არავის ახსოვს, ჩემგან გატეხილი სიტყვა,“ - განაცხადა ივანიშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, კოალიციას გამარჯვება მოპოვებული აქვს, თუმცა მაინც სიფრთხილე და ყურადღებაა საწირო. მარგველაშვილმა ისიც თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ კონკურენტი არ ჰყავს და ალტერნატიული პოლიტიკური ძალა არ გააჩნია.

news.ge


ნანახია: 1999-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საჩხერის მოსახლეობასთან ივანიშვილმა კოალიციის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეაფასა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მთავარი
ქუთაისში, ქვეყნის პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მოსახლეობასთან
'ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ'
“ხალხის პარტიის“ ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ,
ახალი პრემიერ–მინისტრის ვინაობა ცნობილია. აღნიშნულ თანამდებობაზე მოქმედმა პრემიერმა ივანიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი
ივანიშვილის თქმით, თანხის ოდენობა, რომელიც ინსტიტუტის შენახვისთვის იქნება საჭირო ინსტიტუტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გახდება