" აუცილებელია ყველა ოჯახში მღეროდნენ ქართულ ტრადიციულ სიმღერებს, რადგან ის აკეთილშობილებს ადამიანს"

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) იწყებს ახალ რუბრიკას, სახელწოდებით "არტ"-ი. რუბრიკის მიზანს მკითხველისა და საზოგადოებისათვის იმერეთის რეგიონსა და ქუთაისში, კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე წარმატებული და საინტერესო ადამიანების ახლოს გაცნობა წარმოადგენს. "არტ"-ის სტუმარი მგალობელ-მომღერალი, ქართული ტრადიციული მუსიკის პედაგოგი და ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის წევრი ლევან გერსამიაა.
ლევან გერსამიას საქმიანობა ძველი, მივიწყებული მუსიკალური ნიმუშების აღდგენა და პოპულარიზაციაა. ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეს ტაძრიდან დაუკავშირდა.
"განსაკუთრებით შემიყვარდა ქართული გალობა, ტრადიციული სიმღერა. საქართველოს სხვადასხვა კუთის ფოლკლორულ სიმღერებს არქივში ვეძებ და შემდგომ მას სახელმწიფო ანსამბლში ვაცოცხლებთ, ვმღერით,"- ამბობს მომღერალი.
რამდენიმე წელია რაც ლევან გერსამია ქართულ ტრადიციულ სიმღერებს სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს ასწავლის. ფოლკლორის მოყვარულებისათვის განსაკუთრებით ნაცნობია ააიპ ქუთაისის მერიის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის-აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის ანსამბლი, რომელსაც ლევან გერსამია ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ ახალგაზრდების ინტერესი ქართული ფოლკლორული სიმღერებისადმი დიდი არ არის.
" დღევანდელი ქართველი ახალგაზრდები ნაკლებად არიან დაინტერესებული ტრადიციული მუსიკით და ამის მიზეზი ოჯახში შეიძლება ვეძიოთ, სადაც სამწუხაროდ სულ სხვა მუსიკას უსმენენ, რომელიც არატრადიციულია,"- ამბობს ლევან გერსამია.
რესპოდენტი საინფორმაციო სააგენტო "Topnews"-თან საუბარში ქართული ტრადიციული სიმღერის ღირებულებასა და მნიშვნელობაზეც საუბრობს.

"ქართული სიმღერისთვის დამახასიათებელია ინდივიდუალობა, ყველა ხმა სხვადასხვანაირია, თუმცა სიმღერის ბოლოს მაინც ხერხდება მათი შეკვრა. ფოლკლორული სიმღერა თავისუფლების გრძნობას იძლევა, სითბო მოაქვს ადამიანისთვის, ოპტიმისტურია, თუნდაც ნოსტალგიური იყოს ის. ფოლკლორული სიმღერა დღეს ყოფაში აღარ გვაქვს, როგორც წინათ. აუცილებელია ჯერ სცენის საშუალებით გახდეს პოპულარული ტრადიცული ქართული სიმღერა და მერე შესაძლოა ყოფაშიც დაბრუნდეს,"-ამბობს ლევან გარსამია.

რესპონდნეტი თვლის, რომ აუცილებელია ტელევიზიებმა გადაცემები მიუძღვნან ტრადიციულ ქართულ სიმღერებსა და ქართულ ფოლკლორს. ლევან გერსამია იმასაც ამბობს, რომ ქართული სიმღერა სიყვარულის გამოხატვის შესანიშნავი საშუალებაა.
"ნათქვამია, ქართველი გალობით ემსახურებოდა ღმერთს და სიმღერით-მოყვასსო. ამიტომ, როდესაც ქართულ სიმღერას ვმღერით, უნდა ვიცოდეთ, რომ ამით ვემსახურებით, პატივს ვცემთ საქართველოს და ჩვენს წინაპრებს. აუცილებელია ყველა ოჯახში მღეროდნენ ქართულ ტრადიციულ სიმღერებს, რადგან ის აკეთილშობილებს ადამიანს და რაც მთავარია ბუნებრივია, ამიტომაც ავირჩიე ის. დღეს ხშირად ხდება ფოლკლორული სიმღერების გათანამედროვება, ფსევდო ფოლკლორად გარდაქმნა, რითაც ის პირვანდელ სახეს კარგავს. ქართული ტრადიციული სიმღერები მე თავისი ბუნებრიობითა და სილაღით მიყვარს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია," - ამბობს ლევან გერსამია.
თამუნა სხულუხია