იმერეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მის პირველ მოადგილედ ბესიკ ამირანაშვილი წარადგინა.
ამირანაშვილი იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის 7 მარტამდე იკავებდა.
როგორც შინაგან საქმე მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შს სამინისტრო და თავად როგორც მინისტრი, განახლებულ გუნდთან ერთად გააგრძელებს და გაამკაცრებს ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დანაშაულთან ბრძოლა იქნება შეუვალი, შეურიგებელი და ამ გზაზე იქნებიან წარმატებულები.
შს მინისტრის თქმით, კრიმინალთან ბრძოლაში თავი გამოიჩინა აჭარის ავტომომიური რესპუბლიკის პოლციის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ ამირანაშვილმა, რომელსაც დღეს გიორგი მღებრიშვილმა მის პირველ მოადგილედ წარადგინა. გარდა ამისა, მოადგილეებად გიორგი მღებრიშვილმა დავით ვარდიაშვილი და მერაბ მალანია დაასახელა. მინისტრის თქმით, ვარდიაშვილი შსს-ში საფინანსო სამეურნეო მიმართულებას უხელმძღვანელებს.