პრეზიდენტი და სტუდენტები სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ
თარიღი : 14-01-2016, 11:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

დღეს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. დროშის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონებიდან დაიწყება.
სტუდენტები რეგიონების ადმინისტრაციულ შენობენთან სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. რის შემდეგაც თბილისში პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბებიან.
15:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიებაზე რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს იუნკერები დახვდებიან და ისინი ერთად გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან. ცერემონიის მსვლელობისას აღიმართება სახელმწიფო დროშის ორიგინალი.
პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს და სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს, სტუდენტების მიერ რეგიონებიდან დედაქალაქში ჩამოტანილი დროშები პრეზიდენტის სასახლეზე გადმოიფინება.