Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქართული თეატრის დღეს, ჭიათურის სახელმწიფო თეატრი 120 წლის იუბილეს აღნიშნავს

თარიღი : 13-01-2016, 23:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქართული თეატრის დღის აღსანიშნავად, 14 იანვარს, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, კულტურის სამინისტრო მასშტაბურ ღონისძიებას მართავს.

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ , ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი, კახი კანდელაკი და გიორგი ბაქრაძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და რეგიონული თეატრების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიების ფარგლებში, ჭიათურის თეატრის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ფოტოები, კოსტიუმები და სხვადასხვა მუზეუმში დაცული საარქივო მასალა; ჭიათურის თეატრის დასი წარმოადგენს დადგმას, რომელიც თეატრის ისტორიას ასახავს.

დაგეგმილია 2015 წლის ქართული თეატრის საერთაშორისო თუ ადგილობრივი წარმატებების მიმოხილვა და პრეზენტაცია. ღონისძიების დასკვნით ნაწილში დაჯილდოების ცერემონია გაიმართება; გაიცემა 18 პრემია, მათ შორის სახელობითი პრემიები განსაკუთრებული ღვაწლისთვის (სანდრო ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, პეტრე ოცხელის, ასევე სპეციალური პრიზი) და ყოველწლიური ჯილდოები წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის, მსახიობებისთვის, რეჟისურისთვის. სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიას მუსიკალურად გააფორმებენ ქართული ესტრადის და თეატრის წარმომადგენლები, რომლებიც შეასრულებენ სიმღერებს სხვადასხვა ცნობილი ქართული სპექტაკლიდან. ღონისძიებაში მონაწილეობენ: მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ანრი ჯოხაძე, გიორგი სუხიტაშვილი, მაკა ზამბახიძე, თეატრის მსახიობები და ოპერის მომღერლები. ღონისძიების დასასრულს, თეატრის ტერიტორიაზე ჭიათურის თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობის როდერ ჩაჩანიძის ვარსკვლავი გაიხსნება.


ნანახია: 2741-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართული თეატრისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
გილოცავთ ქართული თეატრის დღეს და გელოდებით თეატრში
ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში მოეწყო აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი გამოფენები და წიგნის
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჟურნალისტებს ოპერაში გამართულ ბრიფინგზე თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა
1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.
ფესტივალში იმერეთის 12-ე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრის დასები იღებდნენ მონაწილეობას

ამინდი