Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2016 წლიდან რეგიონები ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანებითა და ნარჩენების ყუთებით აღიჭურვებიან

თარიღი : 13-01-2016, 21:19 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მყარი ნარჩენების მართვის თემაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე უძღვებოდა. შპს “გამა კონსალტინგის” წარმომადგენელი მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და დასუფთავების სამსახურის უფროსებს მყარი ნარჩენების კუთხით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ ესაუბრა.

დასუფთავების სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, 2016 წლიდან რეგიონები ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანებითა და ნარჩენების ურნებით აღიჭურვებიან. თათბირზე მხარეებმა იმერეთის მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო სპეც ტექნიკის მახასიათებლები განიხილეს.

რეგიონების ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანებითა და ნარჩენების ურნებით აღჭურვის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი სახელმწიფო სესხით ფინანსდება.


ნანახია: 2003-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რომელშიც ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და მის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს
იმერეთის რეგიონის გარდა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას მოემსახურება.
ახლო მომავალში, იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისთვის ერთი ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება
2015 წელს ნიკეას ნაგავსაყრელი თერჯოლაში გადავა
"ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ გულისხმობს 2016 წლის ბოლომდე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი

ამინდი