Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ოპერაში საახალწლო გალა-კონცერტის გამართვა ტრადიციად დამკვიდრდება

თარიღი : 13-01-2016, 21:13 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისის მელიტონ ბალანჩილაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა საახალწლო გალა-კონცერტი გამართა, რომლითაც ქუთაისელ მსმენელს და ქალაქის სტუმრებს შობა-ახალი წელი მიულოცა. კონცერტში მონაწილეობა ქუთაისის თეატრის სოლისტებმა, თეატრის გუნდმა და ორკესტრმა მიიღო.

"დღევანადელი საზეიმო გალა-კონცერტი ძველით ახალ წელს მივუძღვენით, ნამდვილ ახალ წელს. კონცერტი იყო გაჯერებული თანამედროვე მუსიკით, ისეთი პოპულარული მუსიკით, რომელიც ძალიან უყვარს ჩვენს მსმენელს,"-ამბობს ქუთაისის ოპერის თეატრის დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.

საახალწლო გალა-კონცერტზე შესრულდა როგორც ქართული, ასევე დასავლეთ-ევროპული საოპერო არიები.

"მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ ვულოცავ შობა-ახალ წელს. ქუთაისის ოპერის თეატრი შეეცადა ძველით ახალი წლის წინა დღეს გაემხიარულებინა თავისი მსმენელი. ვიმედოვნებ, რომ ამ საახალწლო კონცერტს მიეცემა სისტემატიური სახე და ხშირად შევთავაზებთ ჩვენს მსმენელს ასეთ არაჩვეულებრივ საღამოებს,"-ამბობს ქუთაისის ოპერის თეარტის სოლისტი ბადრი ადამია.

ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ირინე ლომინაძის თქმით, ყოველი წლის 13 იანვარს საახალწლო გალა-კონცერტის გამართვა ოპერის თეატრში ტრადიციად დამკვიდრდება.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 2643-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღეს, 13 იანვარს 17:00 საათზე ოპერისა და ბალეტის თეატრში საახალწლო გალა კონცერტი გაიმართა. კონცერტში, ჩვენი თეატრის სოლისტებთან
კონცერტი ქუთაისის ოპერის თეატრში 29 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
კონცერტის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჟურნალისტებს ოპერაში გამართულ ბრიფინგზე თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა

ამინდი